ირმა ინაშვილი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას მათი პარტიის და ნაც.მოძრაობის შესაძლო თანამშრომლობის შესახებ

5 days ago 11

წაკითხვა: 10

“პატრიოტთა ალიანსი”-ს გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას მათი პარტიის და ნაც.მოძრაობის შესაძლო თანამშრომლობის შესახებ.

“ვიღაცა სუსის აგენტი, ან ბრიყვი, ან, უბრალოდ, იდიოტი წერს, რომ თითქოსდა პატრიოტთა ალიანსი ნაცმოძრაობას შეეკრა. ვპასუხობ: ნაციონალების რეჟიმი დაამხო პატრიოტთა ალიანსმა და თქვენ- ამ სისულელის დამწერნი, ვინც სუსის აგენტები ხართ, მაშინ კუდის აგენტები იყავით! ვინც ბრიყვები ხართ, მაშინაც ბრიყვები იყავით და ფეისბუქიდან იფურთხებოდით, მეტი არაფერი გიკეთებიათ. ახლაც იგივეს აგრძელებთ. პატრიოტთა ალიანსი არასდროს არავის არ შეკვრია და არც შეეკვრება და თუ ვინმეს სჯერა, რომ ნაცებს შევეკარით, ფსიქიატრს მიმართოს. ბევრი კარგი ფსიქიატრი ჰყავს საქართველოს…

და საიდანაც მოდის ეს კამპანია, ესეც კარგად ვიცი და ნუ ამალაპარაკებთ, “ქართულ ოცნებაში” იმპორტირებულო, მამალო ნაცებო! ასევე, აგენტებო და ბრიყვებო! და დეგენერატებო, რომლებსაც ამ ქვეყნისთვის არასდროს არაფერი სიკეთე არ გაგიკეთებიათ. ზოგიერთმა, ახლადგამოჩეკილმა პარტიულმა ჯგუფებმაც დააყენეთ ერთი ადგილი. კუდები გიჩანთ.”- წერს ირმა ინაშვილი.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა