ერთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები მალტასთან 2:1 დამარცხდა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელნა, ირის ანტმანმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
მართალია, მალტასთან შეხვედრაში დავმარცხდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდის შესრულებით ეს ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო. გოლის გატანა პირველ ტაიმშიც შეგვეძლო, თუმცა, მიზანს ვერ მივაღწიეთ და გოლები საკუთარ კარში მივიღეთ.
სულ ვიმეორებ, რომ მეტი უნდა ვიშრომოთ, რადგან მიზნისკენ მიმავალ გზაზე ეს პროცესის ნაწილია. მიმდინარე გათამაშების წარმატებით დასრულება რთული იქნება. თუმცა, წინ უნდა ვიყუროთ და მომავალზე ვიფიქროთ.
ბედნიერი ვარ, რომ საქართველოდან ჩამოსული გულშემატკივრები გვამხნევებდნენ. ეს მოტივაციას გვმატებს. მომდევნო მატჩი ანდორაში გვაქვს, გათამაშებას კი კვიპროსთან საშინაო შეხვედრით დავასრულებთ. ვიმედოვნებ, რომ ამ შეხვედრაში 6 ქულას მოვიპოვებთ და ერთა ლიგის ამ სეზონს მაქსიმალურად კარგი შედეგით დავასრულებთ.
- თქვა ანტანმა.