ირანის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ თავს დაესხნენ აშშ-ის ბაზებს ბაჰრეინში, იორდანიასა და ქუვეითში

1 week ago 34

ირანის სამხედრო ძალებმა 24 ივლისს განაცხადეს, რომ განახორციელეს დრონებით თავდასხმა რამდენიმე ამერიკულ სამხედრო ობიექტსა და ბაზაზე ბაჰრეინში, იორდანიასა და ქუვეითში, ისლამურ რესპუბლიკაზე აშშ-ის ბოლო თავდასხმების საპასუხოდ.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ მათ ბაჰრეინში Amazon-ის კუთვნილ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში, სახელმწიფო მედიის ცნობით, თუმცა, არც ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს და არც ბაჰრეინს ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„დღეს დილით, ბაჰრეინში, Isa-ს საჰაერო ბაზაზე, საწვავის ავზები, დიდი აღჭურვილობის საწყობები და ბუნკერები, ასევე აშშ-ის ტერორისტული არმიის ძალების ყაზარმები Arash-ის ტიპის “თვითმკვლელი” დრონების სამიზნე გახდა“, - ნათქვამია არმიის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა.

ბაჰრეინში მყოფმა AFP-ის ჟურნალისტმა პარასკევს აფეთქების და გამაფრთხილებელი განგაშის ხმის ჩართვის შესახებ გაავრცელა ცნობა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ერთმანეთთან კავშირში იყო თუ არა ეს ორი მოვლენა.

აშშ-ს მხრიდან მის ობიექტებზე ან პერსონალზე თავდასხმის ფაქტი არ დადასტურებულა.

მოგვიანებით ბაჰრეინმა განაცხადა, რომ მან მოიგერია „ირანის არაერთი საჰაერო თავდასხმა“ და თეირანი მშვიდობიან მოსახლეობის სამიზნეში ამოღებაში დაადანაშაულა.

ირანის არმიამ ასევე განაცხადა იორდანიაზე დრონებით თავდასხმის შესახებ, რომლის სამიზნეც ალ-აზრაკის ბაზაზე „თვითმფრინავების ანგარები, ავიაციის ტექნიკური მომსახურების ანგარები და ყაზარმები“ იყო.

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში იორდანიას არანაირი დარტყმის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ცალკე განცხადებაში ირანის არმია იუწყებოდა, რომ დრონები გაუშვა აშშ-ის აღჭურვილობის საწყობების მიმართულებით ბანაკ უდაირში და ამერიკელი სამხედროების განთავსების ადგილას ბანაკ დოჰასა და ბანაკ არიფჯანში, ქუვეითში.

ირანის რევოლუციის გუშაგებმა, სამხედროების იდეოლოგიურმა შტომ, განაცხადეს, რომ მათ ქუვეითში, ალი ალ-სალემის საჰაერო ბაზაზე თავდასხმა განახორციელეს და განაცხადეს, რომ გაანადგურეს საბრძოლო მასალის საწყობი, რამაც ამერიკელ პერსონალს შორის მსხვერპლი გამოიწვია.

მათ ასევე განაცხადეს თავდასხმის შესახებ ქუვეითში, ბანაკ უდაირში აღჭურვილობის საწყობებზე და ბაჰრეინში, აშშ-ის მეხუთე ფლოტის საგუშაგო კოშკზე.

თეირანი ამტკიცებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ნებისმიერი ობიექტი ან ბაზა, რომელსაც აშშ-ის სამხედროები ირანზე თავდასხმებისთვის იყენებენ, შურისძიების კანონიერ სამიზნედ ითვლება.

ირანზე აშშ-ის და ისრაელის თავდასხმის შემდეგ, თებერვლის ბოლოს, დაიწყო ირანის ომი, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დროებით შეჩერდა აპრილში.

მას შემდეგ მოჰყვა აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანის შუამავლობით მიღწეულ მემორანდუმზე ხელმოწერა, რასაც ომის საბოლოო დასრულებისთვის უნდა მიეცა ბიძგი. ბოლო ხანს საომარი მოქმედებები განახლდა და აშშ-ის საპასუხოდ, ირანის თანახმად, ის ესხმის თავს სპარსეთის ყურის ქვეყნებს, ასევე ამ ქვეყნებში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს.

სრულად წაკითხვა