ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა უფროსი ვაჟის, გიოს, დაბადების დღეს უკვე მეორედ აღნიშნავენ. პატარა გიო 2 ივნისს 3 წლის გახდა, თუმცა იმ პერიოდში ოჯახი განსაკუთრებული მოვლენისთვის ემზადებოდა – ლიზა მესამე შვილს ელოდებოდა.
როგორც ცნობილია, გიოს დაბადების დღე თავდაპირველად ოჯახურ გარემოში აღუნიშნეს. იუბილარს დილიდანვე სიურპრიზები და საჩუქრები დაახვედრეს, მოგვიანებით კი მამასთან ერთად ატრაქციონებზე გაეშურა.
საინტერესოა, რომ უკვე მეორე დღეს ლიზა ჩიჩუამ იმშობიარა და წყვილს მესამე შვილი – ქეთო შეეძინა.
მშობიარობიდან ორ კვირაზე ნაკლები დროის გასვლის მიუხედავად, ირაკლი მაქაცარიამ და ლიზა ჩიჩუამ გადაწყვიტეს, გიოსთვის თანატოლების გარემოცვაში განსაკუთრებული დღეობა მოეწყოთ და დაბადების დღე კიდევ ერთხელ აღენიშნათ.
Post Views: 25

5 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·