ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვანსს ღია წერილით მიმართავს

6 hours ago 2

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე აშშ-ის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამპს და ვიცე პრე­ზი­დენტს, ჯეი დი ვანსს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

“ღია წე­რი­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენტს, ბა­ტონ დო­ნალდ ტრამპს

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ვიცე-პრე­ზი­დენტს, ბა­ტონ ჯეი დი ვანსს

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, მოგ­მარ­თეთ წე­რი­ლით ქარ­თულ-ამე­რი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. აღ­ნიშ­ნულ წე­რილს წინ უს­წრებ­და ჩემი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბი, სა­დაც ღიად გა­მოვ­ხა­ტავ­დი სა­ქარ­თვე­ლოს მზა­ო­ბას, სუფ­თა ფურ­ცლი­დან, კონ­კრე­ტუ­ლი გზამ­კვლე­ვით გან­გვე­ახ­ლე­ბი­ნა სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ს შო­რის. თუმ­ცა, პა­სუ­ხი ჩვენს წე­რილ­ზე და სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბებ­ზე დღემ­დე არ მიგ­ვი­ღია.

მე­ტიც, დღემ­დე უმაღ­ლეს დო­ნე­ზე არ შემ­დგა­რა არა­ვი­თა­რი კო­მუ­ნი­კა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს და აშშ-ს ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს შო­რის.აღ­ნიშ­ნუ­ლი დუ­მი­ლი გა­საკ­ვი­რია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გამო:

პირ­ველ რიგ­ში, უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო არის აშშ-ის ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რი ჩვენს ურ­თუ­ლეს რე­გი­ონ­ში, რო­მელ­საც აშშ-სთვის სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. სა­ქარ­თვე­ლო მხარ­ში ედგა აშშ-ს ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტი­ლებ­ში, მათ შო­რის ერაყ­ში და ავ­ღა­ნეთ­ში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე ყვე­ლა­ზე მეტი ჯა­რის­კა­ცით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მხო­ლოდ ამ ორ მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ჩვენ­მა პა­ტა­რა ქვე­ყა­ნამ აშშ-ს 2.5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი და­უ­ზო­გა, რაც აშშ-ს ბი­უ­ჯე­ტი­დან სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­წე­ულ რე­ა­ლურ (!) დახ­მა­რე­ბას მრა­ვალ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა (რე­ა­ლურ დახ­მა­რე­ბა­ში არ ვთვლით თან­ხებს, რო­მე­ლიც აშშ-ს ბი­უ­ჯე­ტი­დან ექს-პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის გა­და­სარ­ჩე­ნად გა­მო­ი­ყო 2008-11 წლებ­ში, მას შემ­დეგ, რაც სა­ა­კაშ­ვილ­მა “დიფ სთე­ი­თის” და­ვა­ლე­ბით რუ­სეთ­თან ომი და­ი­წყო;

რე­ა­ლურ დახ­მა­რე­ბა­ში, ასე­ვე, არ ვთვლით თან­ხებს, რო­მე­ლიც ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს, USAID-ის, NED-ის, სო­რო­სის ფონ­დის და სხვა არ­ხე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­დი­კა­ლიზ­მი­სა და სი­ძულ­ვი­ლის გა­საღ­ვი­ვებ­ლად, რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის მო­სა­წყო­ბად, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის იმი­ჯის შე­სა­ლა­ხად, რე­ლი­გი­უ­რი ექ­სტრე­მიზ­მის წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის და­სა­სუს­ტებ­ლად, გენ­დერუ­ლი და ლგბტ-პრო­პა­გან­დის სა­წარ­მო­ებ­ლად და სხვა მსგავ­სი მიზ­ნე­ბით გა­მო­ი­ყო­ფო­და).

იმ გა­რე­მო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო მრა­ვა­ლი წლის მან­ძილ­ზე აშშ-სთვის ნამ­დვილ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რად რჩე­ბო­და და ამ­გვა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის აღ­დგე­ნის მზა­ო­ბას დღე­საც გა­მო­ხა­ტავს, ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დუ­მი­ლი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, ისე ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის გა­საკ­ვი­რია;- სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ი­ტინ­გე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო არის ლი­დე­რი რე­გი­ონ­ში დე­მოკ­რა­ტი­ის, სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის, მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის, სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის სიძ­ლი­ე­რის, კო­რუფ­ცი­ის სიმ­ცი­რის და სხვა კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით. სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რო­ბას ადას­ტუ­რე­ბენ ისე­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბიც, რო­მელ­თა მი­მართ თქვენს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნდო­ბა აქვს. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და იმ ფონ­ზე, რომ თქვენ არა­ერთ, თუნ­დაც, ღიად არა­დე­მოკ­რა­ტი­ულ და ავ­ტო­რი­ტა­რულ სა­ხელ­მწი­ფოს­თა­ნაც აწარ­მო­ებთ აქ­ტი­ურ დი­ა­ლოგს და კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით თქვენს დუ­მილს ჩვენ­თვის ლო­გი­კუ­რი ახ­სნა არა აქვს;- რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და თქვე­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­ჯა­რო რი­ტო­რი­კას, თვალ­ში­სა­ცე­მია სრუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი და იდე­ო­ლო­გი­უ­რი თან­ხვედ­რა ჩვენს ხედ­ვებს შო­რის. ჩვენ ღიად ვსა­უბ­რობ­დით „დიფ სთე­ი­თის“, USAID-ის, NED-ის და სხვა შე­სა­ბა­მი­სი სუ­ბი­ექ­ტე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე წლით ადრე, ვიდ­რე თქვენ იდენ­ტურ გან­ცხა­დე­ბებს გა­ა­კე­თებ­დით. ჩვენ გვაქვს სრუ­ლი­ად იდენ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნის ომ­თან, გენ­დერულ და ლგბტ-პრო­პა­გან­დას­თან და მრა­ვალ სხვა სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. ამ­გვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი და იდე­ო­ლო­გი­უ­რი თან­ხვედ­რის ფონ­ზე, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის პირ­ვან­დე­ლი მო­ლო­დი­ნი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბო­და ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, რომ­ლის მი­მარ­თაც თქვე­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცია გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს გა­მო­ხა­ტავ­და. ამ­გვა­რი ინ­ტე­რე­სი თქვენ გა­მო­ხა­ტეთ რუ­მი­ნე­თი­სა და გერ­მა­ნი­ის მი­მართ, სა­დაც ევ­რო­პუ­ლი ბი­უ­როკ­რა­ტი­ის მხარ­და­ჭე­რით, არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და.

თუმ­ცა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და ჩვენ­და გა­საკ­ვირ­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით ამ­გვა­რი ყუ­რა­დღე­ბა თქვენ დღემ­დე არ გა­მო­გი­ჩე­ნი­ათ.მე­ტიც, კვლა­ვაც ძა­ლა­შია სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი სან­ქცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ე­რის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­მაც ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ და­გეგ­მი­ლი და USAID-ის ხა­ზით და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის მცდე­ლო­ბა და ძა­ლა­დო­ბა ეფექ­ტუ­რად აღ­კვე­თეს. გარ­და ამი­სა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ამე­რი­კის კონ­გრეს­მა მი­ი­ღო აბ­სურ­დუ­ლი კა­ნო­ნი – ე.წ. „მე­გო­ბა­რი აქტი“, რო­მე­ლიც არის მტრუ­ლად გამ­სჭვა­ლუ­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და მის მიერ არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ. სი­ტყვა „მე­გო­ბა­რის“ მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს კა­ნო­ნი გვახ­სე­ნებს ჯორჯ ორუ­ე­ლის მო­დელს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ომი არის მშვი­დო­ბა, მტე­რი კი – მე­გო­ბა­რი. სხვა­დას­ხვა პარ­ლა­მენ­ტის­გან აბ­სურ­დუ­ლი აქ­ტე­ბის მი­ღე­ბას ჩვენ ბოლო პე­რი­ოდ­ში მიჩ­ვე­უ­ლი ვართ და ამ­დე­ნად, „მე­გო­ბა­რი აქ­ტზე“ სა­ერ­თოდ არ გა­ვა­მახ­ვი­ლებ­დით ყუ­რა­დღე­ბას, რომ არა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ამ აქტს არა­ერ­თი სუ­ბი­ექ­ტი თქვენს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მი­ა­წერს. ამ აღ­ქმას ამ­ყა­რებს ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ თქვენს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას „მე­გო­ბა­რი აქ­ტზე“ არა­ვი­თა­რი კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბა არ გა­უვრცე­ლე­ბია.

ამ ყვე­ლაფ­რის გამო, ეს კა­ნო­ნი ამ­ცი­რებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნდო­ბას არა მხო­ლოდ კონ­გრე­სის, არა­მედ, სამ­წუ­ხა­როდ, თქვე­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­მარ­თაც, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სხვაგ­ვა­რი იმე­დით შეჰ­ყუ­რებ­და.ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აჩენს გან­ცდას, რომ გან­ცხა­დე­ბე­ბი „დიფ სთე­ი­თის“ და­მარ­ცხე­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ამ უკა­ნას­კნე­ლის რებ­რენ­დინ­გის მცდე­ლო­ბაა და სხვა არა­ფე­რი. ხალ­ხის­თვის გა­საკ­ვი­რია, რომ თქვენ ბა­ი­დე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მკაც­რად აკ­რი­ტი­კებთ, მაგ­რამ მის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს დღემ­დე არ ას­წო­რებთ.თუმ­ცა, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბებ­ში კვლა­ვაც გა­მო­ხა­ტავს ოპ­ტი­მიზმს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თქვე­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცია „დიფ სთე­ი­თის“ და­მარ­ცხე­ბას რე­ა­ლუ­რად შეძ­ლებს, რაც ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­დატ­ვირ­თვა­ზე და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის აღ­დგე­ნა­ზე უსა­თუ­ოდ აი­სა­ხე­ბა. რე­ა­ლუ­რა­დაც, ამის ძალ­ზე დიდი იმე­დი გვაქვს.

წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, კვლა­ვაც გაგ­რძელ­დე­ბა ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში და­გეგ­მი­ლი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რის მოქ­მე­დე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ USAID-ისა და NED-ის მიერ დატ­რე­ნინ­გე­ბუ­ლი და და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი 250-მდე ადა­მი­ა­ნი დღემ­დე ყო­ველ­დღი­უ­რად იკ­რი­ბე­ბა ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ გამ­ზირ­ზე, რაც იმის უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა, რომ „დიფ სთე­ითს“ რე­ვო­ლუ­ცი­ის გეგ­მა თა­რო­ზე ჯე­რაც არ შე­მო­უ­დია.რო­გორც უკვე აღი­ნიშ­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კი­თხვე­ბი კი­თხვებს ემა­ტე­ბა, ჩვენ მა­ინც ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ოპ­ტი­მიზმს და გვაქვს იმე­დი, რომ „დიფ სთე­ით­თან“ თქვე­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა გულ­წრფე­ლია და ის „დიფ სთე­ი­თის“ და­მარ­ცხე­ბით დას­რულ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მოთ­მი­ნე­ბით ელო­დე­ბა ამ მო­მენტს, რაც სა­ფუძ­ვლად უნდა და­ე­დოს ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­დატ­ვირ­თვას და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის აღ­დგე­ნას ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის.წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ ამ ბრძო­ლა­ში!ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს ვუ­სურ­ვებთ სიმ­ტკი­ცეს და კე­თილ­დღე­ო­ბას”, – ნათ­ქვა­მია ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს გან­ცხა­დე­ბა­ში.

სრულად წაკითხვა