ირაკლი კობახიძე: “არავის ვურჩევთ, გარისკოს და დაუპირისპირდეს სახელმწიფო სისტემას”

1 day ago 2

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე სპეციალურ გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებს დღეს გამართულ ბრიფინგზე:

ყველას მინდა შევახსენო, რომ დღეს საქართველო, მისი კონსტიტუციური სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სამართალდამცავი სტრუქტურები არის ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული, როგორც არასდროს.

არავის ვურჩევთ, გარისკოს და დაუპირისპირდეს სახელმწიფო სისტემას და კანონს, რომლისგანაც ყველა სამართალდამრღვევი უმკაცრეს პასუხს მიიღებს. საქართველო განაგრძობს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას, რაზეც საქართველოს მთავრობა და მისი თითოეული უწყება სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

“ქართული ოცნების” ლიდერი ასევე აფრთხილებს საპროტესტო აქციების მონაწილეებს და მიანიშნებს, რომ ხვალ, შარშანდელისგან განსხვავებით, უფრო მკაცრად დაისჯებიან, კანონის დამრღვევები:

შესაბამისად, თუ ამ უკანასკნელთ შარშან განხორციელებული ძალადობრივი აქტების გამო 2-დან 4.5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხვალ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შეფარდებული სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი შეიძლება იყოს“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

სრულად წაკითხვა