ირაკლი ზარქუამ მიჩივლა – მარიამ სიჭინავა

2 months ago 16

აქტივისტი, „დროას“ წევრი, მარიამ სიჭინავა წერს, რომ „ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ უჩივლა.

 „კაცობისთვის თავდადებულმა ირაკლი ზარქუამ მიჩივლა. ერთ საათში ვარ დაბარებული ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში საქმის მასალების გადმოსაცემად. შევხვდებით სასამართლოზე ჩემო ვარდისფერო ფლამინგოვ“, – წერს მარიამ სიჭინავა. 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილებით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა.

აღნიშნული ცვლილების მიხევდით, ჯარიმა შეიძლება 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობის იყოს,  ან დაექვემდებაროს ადმინისტრაციულ პატიმრობას.

შეგახსენებთ: აქტივისტები ზარქუას ზუგდიდში, რესტორანში საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ

სრულად წაკითხვა