ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობას აღარ იკავებს

3 months ago 27

ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობას აღარ იკავებს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

დგებუაძე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე დაინიშნა.

თავდაპირველად, ინფორმაცია გამოცემა ბათუმელებმა გაავრცელა. მათი ცნობით, ირაკლი დგებუაძე პოლიციის ატაშეების ხელმძღვანელად გადაიყვანეს.

სრულად წაკითხვა