საქართველოს ეროვნული ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედომ" ქართულ დერბიში "შენგელია არენაზე" დედაქალაქურ "დინამო თბილისს" უმასპინძლა.
შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. 43-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა ალეკო აფციაურმა ქუთაისელთა ფორვარდს კომნენ ანდრიჩს, თამაშგარის გამო გოლი არ ჩაუთვალა, თუმცა მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, თბილისელთა კარის აღება ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ბიორნ იონსენმა შეძლო, რომელსაც 71-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით თორნიკე მორჩილაძემ უპასუხა და ტაბლოზე ანგარიში გაათანაბრა.
26 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, "დინამო თბილისი" 42 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს, "ტორპედო" კი 40 ქულით მეოთხეზეა.