,,იმედის” თანამშრომელი უბანში ცემით მოკლეს, მისმა კოლეგებმა კი ფაქტი დამალეს – ,,გამოწვევებს ვერ გაუძლო”

3 hours ago 2

,,იმედის დილის” გუნდის წევრი, შაკო ნათენაძე, რომელიც უბანში უმოწყალოდ ცემეს და მოკლედ, მისი ,,იმედელი” კოლეგების სიუჟეტის მიხედვით, ,,გამოწვევებს ვერ მოერია” და გარდაიცვალა.

ჟურნალისტი ვიკა ბუკია წერს:

,,გაუსაძლისია. იმედის თანამშრომელი, ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს საკუთარ უბანში. ცემით მოკლეს. თავში იმდენი ურტყეს თურმე, რომ ტვინის შეშუპებით დაიღუპა. და ამის შემდეგ ტელევიზიის თანამშრომლები გამოვიდნენ ეთერში და რა თქვეს, იცით? “გამოწვევებს ვერ გაუძლო” და “სამწუხაროდ გარდაიცვალაო”. დამალეს ინფორმაცია, რომ მოკლეს. მაყურებელს ეგონება, რომ თავი მოიკლა, ან მძიმე სენი ქონდა. აი, ასე მიუსამძიმრეს, ხალხნო, საკუთარ მეგობარს, არ ახსენეს, რომ სასტიკად მოკლულია.
არ გაბრაზდნენ მკვლელებზე,
არ თქვეს რომ ამის ჩამდენი სასტიკად უნდა დაისაჯოს, სისხლი არ აუდუღდათ,
არა, არა, არაფერი ეს არ თქვეს..
უბრალოდ აი, ასე თქვეს: “გამოწვევებს ვერ გაუძლოო” და “გარდაიცვალა”.. მშვიდობას ღაღადებენ და აბა, მკვლელობას ხომ არ გამოაცხადებდნენ?!”

კომენტარები წაიკითხეთ. მეგობრები და ოჯახის წევრებიც კი შეშალეს ჭკუიდან.

ესენი ვინ არიან?”

სიუჟეტის კომენტარებში მაყურებელთა დიდი ნაწილი აღშფოთებას არ მალავს:

,,რაც არ იცით და რაზეცც ინფორმაციაა არ გაქვთ იმაზეეე ნუუ წერთ და კითხულობთ რაააა…ეს ადამიანიი ჩემი ოჯახის წევრიი იყოო და მოკლესსს მეგობრებმა და უბნელებმაა სრულიადდდ უმიზზეზოდდდ გაწირესსსს. და ძალიანნ გთხოვთ შეწყვიტეთ იმის წერააა რაცცც არ იცით“

,,ძალიან უსამართლო და ძალიან უსინდისო სიუჟეტია! ჯობდა, საერთოდ არ გაგეკეთებინათ განცხადება. ,, ვერ მოერია გამოწვევას “? რა გამოწვევას ვერ მოერია, ჯანღონით სავსე ბავშვი იყო, ჩემს თვალწინ გაზრდილი. ცემით მოკლეს უბნელებმა, რომლებმაც სასმელი ვერ მოინელეს და იმდენი ურტყეს თავში საწყალ ბიჭს, რომ ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა. დღეს მთელი საღამო სამძიმარზე ვიჯექი. გამწარებული დედა პირდება თავის შვილს, რომ უმკაცრესად დასჯის მკვლელებს და სამართალი იზეიმებს!
არ გრცხვენიათ? აგიკრძალეს სიმართლის თქმა? ისედაც გამწარებულ ოჯახს როგორ აკადრეთ… ძალიან სამარცხვინოა!“

სრულად წაკითხვა