22 ნოემბერს ქართველი მებრძოლი ალექსანდრე თოფურია ბეკზატ ალმახანს დაუპირისპირდება, რაც მის კარიერაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევა.
მომავალ ბრძოლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მისი ძმამ, UFC-ის ჩემპიონმა ილია თოფურიამ:
„ბეკზატ ალმახანი სერიოზული მეტოქეა, რომელსაც აუცილებლად უნდა სცე პატივი და მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინო. თუმცა, ჩემი ძმის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება. ალექსანდრე შესანიშნავ ფორმაშია და დარწმუნებული ვარ, პირველივე რაუნდში გამარჯვებას შეძლებს,“ – განაცხადა თოფურიამ.
ალექსანდრე თოფურიასთვის ეს ბრძოლა მნიშვნელოვანი შანსია, რომ MMA-ს სამყაროში საკუთარი სახელი კიდევ უფრო გაამყაროს.