ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია

17 hours ago 3

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ ილია თოფურიას შემდეგი ბრძოლა დამოკიდებული იქნებოდა ჯეკ დელა მადალენასა და ბელალ მუჰამედის დაპირისპირების შედეგზე — აღნიშნულ ბრძოლაში გამარჯვება ავსტრალიელმა დელა მადალენამ მოიპოვა, რაც უკვე საბოლოოდ განმარტავს თოფურიას მომავალს.

ამ გადაწყვეტილების შედეგად ილია თოფურია ახალ მეტოქეს მიიღებს — ქართველი მებრძოლი UFC-ს ერთ-ერთ გამოცდილ და სახიფათო სპორტსმენს, ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება. ბრძოლა დაგეგმილია ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე — UFC 317-ის ფარგლებში, რომელიც გაიმართება 29 ივნისს, Las Vegas-ში, International Fight Week-ის დროს.

სრულად წაკითხვა