პარი სენ-ჟერმენი ტრანსფერების კეთებას აგრძელებს და გუნდმა ლუკას შევალიეს შემდეგ ბორნმუთიდან ილია ზაბარნი დაიმატა.
აი, ასეთი გახლავთ უკრაინელი ფეხბურთელის პირველი კომენტარი მედიასთან ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ:
მიხარია, რომ მსოფლიოში საუკეთესო კლუბს, „პარი სენ-ჟერმენს“ შევუერთდი. აქ იმისთვის ვარ, რომ გუნდს ყველაფერში დავეხმარო. მოუთმენლად ველოდები დებიუტს და გულშემატკივრებთან შეხვედრას.
- თქვა უკრაინელმა მცველმა.
ცნობისთვის, 22 წლის უკრაინელმა მცველმა ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულთან კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისის ჩათვლით გააფორმა.