
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი 19 სექტებერს ერთდღიანი ვიზიტით თბილისს ესტუმრა, სადაც „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებს, ასევე მმართველი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„ქართული ოცნების“ პრესრელიზის თანახმად, ივანიშვილთან შეხვედრაზე, მხარეებმა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ დაგეგმილი „6 მილიარდიანი ინვესტიციის“ საკითხი განიხილეს. „კიდევ უფრო მყარი ხდება საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროების შორის ეკონომიკური კავშირი, რაც მომავალში სარგებლის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისათვის. ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში ახორციელებთ, კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს“, – მიმართა ივანიშვილმა სტუმარს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ, როგორც მთავრობის პრესსამსახური იტყობინება, „ქართული ოცნების“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და Eagle Hills Group-ის დამფუძნებელმა და თავმჯდომარე მოჰამედ ალაბარმა შეთანხმებები გაცვალეს, რომელიც „საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ორი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს“.
This post is also available in: English
Read Next
08/09/2025 - 16:08
„ქართული ოცნების“ მთავრობის სხდომაზე კობახიძე ეკონომიკისა და დანაშაულის საკითხებში მიღწეულ პროგრესზე საუბრობს
06/09/2025 - 13:43
„ქართულმა ოცნებამ“ ეუთო/ოდირი ბოლო მომენტში ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად მოიწვია
12/08/2025 - 11:30
„ქართულმა ოცნებამ“ ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის მერობის 63 კანდიდატი დაასახელა
11/08/2025 - 15:40
კობახიძე: ნაციონალური მოძრაობის „ღალატი“ აგვისტოს ომში არ ამართლებს რუსულ ოკუპაციას
04/08/2025 - 15:03
ხელისუფლება ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის ელჩს შორის იჯარის გარიგებას სწავლობს
01/08/2025 - 15:37