მოქალაქე თამუნა გიოგაძეს უვანიშვილის წყევლისთვის 5000 ლარამდე ჯარიმა, ან 20 დღემდე პატიმრობა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის წინააღმდეგ შედგენილი სამართალდარღვევუს ოქმი უკვე გადასცა სასამართლოს.
“[ოქმში] წერია, რომ სოციალურ ქსელში განვათავსე პოსტი, სადაც შეურაცხყოფას ვაყენებ ბიძინა ივანიშვილს. მე სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია არავისთვის. შეურაცხყოფად მოიაზრება გინება, ან რაღაცა მაგდაგვარი, ხომ? მე დავწერე წყევლა, რომელიც, რატომღაც, გაყვანილია შეურაცხყოფის რანგში. უფრო სწორად, ცდილობენ გაიყვანონ. მაგასთან დაკავშირებით არის აღძრული საქმე. სქროლვა-სქრინვის სამმართველო ამბობს, რომ ჩემ მიერ დაწყებული წყევლის პოსტი, არის ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფა”, – უთხრა TV პირველს თამუნა გიორგაძემ.
ჟურნალისტი მას ჩაეკითხა, არსებობს თუ არა საქმეში “დაზარალებული”, ანუ ადამიანი, ვინც შეურაცხყოფასაც გიორგაძეს ედავევებიან.
“ტროტუარზე დგომის გამო რომ გვიშვებდნენ საპატიმროში, არც მაშინ არსებობდა დაზარალებული ადამიანები, რომლებიც იტყოდნენ, რომ ვინმემ ხელი შეუშალა მათ გადაადგილებაში. პრაქტიკა აქვთ ეგეთი – არ აქვს მნიშვნელობა ვის აფერხებ, ვისზე რას წერ, როგორ წერ, ასე უნდათ და ასე აკეთებენ”, – ასე უპასუხა კითხვას თამუნა გიორგაძემ, რომელიც დაახლოებით 2 თვის წინ, ტროტუარზე დგომის გამო 2 დღით დააპატიმრეს.
თამუნა გიორგაძე აქვეყნებს მის წინააღმდეგ შედგენლი ოქმს, რომელსაც ხელს აწერს სანდრო კეპაშვილი. როგორც ოქმიდან ირკევა, კეპაშვილი შსსს-ში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტროად მუშაობს. ოქმში წერია, რომ “2026 წლის 11 ივნისს, თამარ გიორგაძემ, სოციალურ ქსელ ფეისბუქში, პირად გვერდზე განათავსა პოსტი, სადაც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ბიძინა ივანიშვილს”.
რა დაწერა გიორგაძემ?
2026 წლის 11 ივნისს, თამუნა გიორგაძემ გამოაქვეყნა შემდეგი პოსტი:
“ბიძინა ივანიშვილო, შენ ამოგიწყდეს ყველა ვინც გულში გყავს, ვინც გიყვარს ( არ მგონია, რომ ეს გრძნობა საერთოდ გაგაჩნია ვინმეს მიმართ) და ოდნავ მაინც გაღელვებს და გაინტერესებს მისი მდგომარეობა. ისე ამოწყდი, რო შენი გვარიდან ხმის გამცემიც არავინ დაგრჩეს. ღმერთს ვთხოვ, სიცოცხლის დარჩენილი დროიდან ერთი დღე არ გაგთენებოდეს ტირილის და გლოვის გარეშე. შენი სახსენებელი ამოუწყდეს ამ პლანეტაზე და ამ ქვეყანაში, შენი სახელის და გვარის წარმოთქმა კი არა გაფიქრებაც გულს ურევდეს ნებისმიერ სულიერს შე მძორი არაადამიანო, არაკაცო და უხსენებელო”.
მას შემდეგ, რაც ამ პოსტის გამო სამართალდარღვევუს ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში დაიბარე,ს გიორგაძემ იმავე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “პირადად ივანიშვილს და კრებსით ქოცებს გითვლით იმავეს რაც სადაო პოსტში მიწერია. თუ უსამართლოდ გითვლით მე დამიბრუნდეს ყოველი სიტყვა, თუ სამართლიანად გიგზავნით არაფერი არ აგცდეთ რაც მანდ წერია”.

სასამართლოს გიორგაძის საქმე დღეს, 22 ივნისს უნდა განეხილა, თუმცა სხდომა გადაიდო.

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·