“ივანიშვილის მწამებელ ბანდასთან ერთად დასრულდება პოლიტიკური “ვაჭრუკანების”, ოპოზიციაში “დასაქმებულების”, “ლაი-ლაისტების” ეპოქა” – ლევან ხაბეიშვილი

1 week ago 8

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ადვოკატის მეშვეობით გადმოცემული გზავნილში, 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე აკეთებს აქცენტს:

4 ოქტომბრის გამარჯვების დღე არ ეკუთვნის “პოლიტიკოს” ოპოზიციონერებს.

ეს დღე არის სახალხო, ეროვნული დღესასწაული. 4 ოქტომბერი არის ახალი ათვლის წერტილი.

ივანიშვილის მწამებელ ბანდასთან ერთად დასრულდება პოლიტიკური “ვაჭრუკანების”, ოპოზიციაში “დასაქმებულების”, “ლაი-ლაისტების” ეპოქა.

ეს იქნება აბსოლუტურად ახლის დასაწყისი, სადაც მთავარი როლი ექნება მის აღმატებულება ქართველ ხალხს!

მიგულეთ რიგით მსახურად, თქვენი მონა-მორჩილი, ლევან ხაბეიშვილი“.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

სრულად წაკითხვა