โ€œ๐Ÿ”ด ๐Ÿ“ข แƒ˜แƒ•แƒแƒœแƒ˜แƒจแƒ•แƒ˜แƒšแƒ˜แƒก แƒ›แƒแƒ แƒ˜แƒ’แƒ˜ แƒ—แƒแƒ›แƒแƒจแƒ˜: โ€žแƒ›แƒ”แƒกแƒแƒ›แƒ” แƒซแƒแƒšแƒโ€œ แƒแƒœแƒฃ แƒ•แƒ-แƒ‘แƒแƒœแƒ™แƒ–แƒ” แƒฌแƒแƒกแƒฃแƒšแƒ˜ แƒแƒšแƒ˜แƒ’แƒแƒ แƒฅแƒ˜ โ€ผ๏ธโ€ โ€“ แƒจแƒแƒ แƒ”แƒœแƒ แƒšแƒแƒ‘แƒŸแƒแƒœแƒ˜แƒซแƒ”

2 weeks ago 15

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით შეფასება-განმარტებებს აკეთებს და კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს პროცესების განვითარების შესაძლო სცენართან დაკავშირებით:

2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პოლიტიკური ისტორია რადიკალურად შეცვალა. ბიძინამ ფულით, წვრილფეხა ბიზნესმენებით, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებით, სპორტსმენებით, ძალოვანებით, მედიის სრული მობილიზებით და მოსახლეობაზე ფსიქო-ემოციური ზემოქმედებით (დადგმული ციხის კადრებითა და 3 წლის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობით) მოახერხა გაბრაზებული საზოგადოებით ხელისუფლების ცვლილება.

თუმცა მოსახლეობის ფსიქიკის მიჯირყვნას სისტემატიურ რეჟიმში აგრძელებდა, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სკვერებში, პარკებში და საჯაროდ თავშეყრის ადგილებში ძალადობის შემცველი ე.წ. ციხის კადრების რეტროსპექტივას, იმ ციხის კადრების, რომელთა სცენების დადგმაზე და გადაღებაზე კონკრეტული წვრილფეხა ბიზნესმენები იხდიდნენ ფულს და ამის მტკიცებულებები ვიდეომასალის სახით არსებობს.

ეს ის ბიზნესმენები იყვნენ, რომლებმაც შევარდნაძის და მხედრიონის დროს ნაძარცვი ქონება დააგროვეს და რომლის წარმომავლობასაც სააკაშვილის დროს ვერ ადასტურებდნენ და შესაბამისად ჩამოერთვათ.

ერთი წლის შემდეგ ივანიშვილი პრემიერობიდან წავიდა, მაგრამ სინამდვილეში მას არც პოლიტიკა დაუტოვებია და არც ძალაუფლება. უბრალოდ, ჩრდილში გადაინაცვლა, რადგან მისი ინტერესი იყო არა ქვეყნის მართვა და მისი კეთილდღეობა, არამედ პირადი ფინანსური ინტერესების მისაღწევად სახელმწიფო სადავეებთან და რესურსებთან შეუზღუდავი წვდომა და კონტროლი (იგივე საყდრისის აფეთქება, ტრავერტინების დაჭრა და სხვ).

სწორედ ამ ჩრდილში ივანიშვილმა გვერდით დაიყენა ყველაზე ერთგული ადამიანი – ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ახალგაზრდობიდანვე მისი კადრი იყო, მის ბიზნესებში გაიზარდა და შემდეგ პოლიტიკაში გაიყოლა.

ღარიბაშვილი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ მისი მთავარი ღირსება ლოალურობა იყო. ის არასდროს კითხულობდა და კითხულობს „რატომ?“ – აკეთებდა და აკეთებს იმას, რასაც ბიძინა ეტყვის.

ამიტომაც ღარიბაშვილი ივანიშვილისთვის არის არა უბრალოდ პოლიტიკოსი, არამედ ოჯახის წევრის მსგავსი, ფაქტობრივად ოჯახის წევრი.

ამას ემატება ბერას და ღარიბაშვილის მეგობრობა, მათი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი არასრულწლოვნების ბულინგის და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტები ,,ტრი, ტრის” სახელით გემახსოვრებათ.

ივანიშვილის „ოქროს სამეული“ მთლიანი სურათი კი ასეთია: კობახიძე – ე.წ. ,,იურიდიული ტვინი”, რომელიც ყველაფერს კანონში ატარებს; მდინარაძე – პარტიის ,,რუპორი” და აწ უკვე ,,შემსრულებელი ნასედკა”, რომელიც ტელეეკრანიდან ოპონენტებს ერთიანად უტევს; და ღარიბაშვილი – პოლიტიკური ,,ჯარისკაცი”, რომელსაც შეუძლია ხალხში არაპოპულარული გადაწყვეტილებების „გატანა“ და მათთვის ,,ქართული ოცნებისთვის” სასიკეთოდ შემობრუნება.

ივანიშვილი იყო და არის რუსეთის ფეესბეს მოქმედი კადრი და მისთვის მასების მართვა ერთგვარ პროფსიულ საქმიანობას წარმოადგენს. მან კარგად იცის, რომ მუდმივად ერთსა და იმავე სახეებზე დაყრდნობა არ შეიძლება, ამიტომ ახორციელებდა და ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს.

გავიხსენოთ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად გაყვანა (მის საარჩევნო ბანერებზე ბიძინა ივანიშვილის და კობახიძის ფოტოები) რომ დასავლეთისთვის კეთილი ნება ეჩვენებინა, მაგრამ ზურაბიშვილმა მალევე იმედები გაუცრუა და გარიყა.

ზურაბიშვილი იძულებული გახდა ,,გამხდარიყო” დამოუკიდებელი და ხმამაღალი კრიტიკითაც გამოსულიყო, რომ თავისი ძალისა და შესაძლებლობების დემონსტრირებით წონად ფიგურანტად ყოფილიყო აღქმული პოლიტიკურ ველზე, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გაქაჩა და მისი პოლიტიკოსობა ხუხულასავით დაინგრა პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვებისას.

ივანიშვილის შემდეგი პროექტი გიორგი გახარია იყო, რომელიც პრემიერად დაინიშნა, რადგან მასში „ახალ პოლიტიკურ ვარსკვლავს“ ხედავდა. პროექტის ფარგლებში ანუ უფრო მარტივად რომ ავხსნა, გახარიას მხრიდან საჭირო იყო კონკრეტული ნაბიჯები რაც მას ოპოზიციონერად აქცევდა. ამიტომ გახარიამ უარი თქვა მელიას დაკავებაზე, გადადგა თანამდებობიდან, დატოვა პარტია და შექმნა ახალი პარტია.

ივანიშვილისთვის სამწუხაროდ, ორივე პროექტი ,,ზურაბიშვილი” და ,,გახარია” დახარვეზდა, რადგან მათ იმედები და მოლოდინები გაუცრუეს.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ტოტალურად გაყალბებისა და მოქალაქეების მასობრივად, უწყვეტ რეჟიმში პროტესტებმა გამოიწვია სანქციები დასავლეთისგან, ივანიშვილის ფინანსებზე ზეწოლა და ფინანსური დანაკარგი, რაც ბიძინასთვის სიკვდილის ტოლფასია, რადგან მისთვის არსებობს მხოლოდ ორი ფასეულობა: ფული და უკვდავება.

მოქალაქეების უწყვეტმა პროტესტმა და ივანიშვილის ,,ოქროს სამეულის” წევრის კობახიძის ირანში ვიზიტმა, უფრო გაუფუჭა საქმე დასავლეთთან. არა და ვიზიტზეც უარს ვერ იტყოდა რუსეთი ინტერესებისა და დაკვეთის გათვალისწინებით.

უწყვეტი პროტესტის ფონზე ,,ქართული ოცნების” 2012 წლიდან მოყოლებული ამომრჩევლების ნაწილი განუდგა ქართულ ოცნებას არა პატრიოტული სულისკვეთებისა და სამართლიანობის მოტივით, არამედ პირადი შეუსრულებელი მოლოდინების გამო, მაგრამ მათი აღქმით დარჩნენ ჰაერში, რადგან არ იციან რა ქნან.

მათი გადმოსახედიდან არსებობს მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა, ,,ქართული ოცნება” და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

,,ქართულ ოცნებას განუდგნენ”, მაგრამ ,,ნაცების გვერდით ხომ არ დავდგებით, ტეხავს ტო”.

ალბათ რთულია, ისედაც იმედგაცრუებულმა ამომრჩეველმა აღიარო, რომ 2012 წლიდან შენი პარტია ,,ქართული ოცნება” ტყუილით და მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობით მოვიდა ხელისუფლებაში. რთულია აღიარო, რომ 2012 წლიდან მოყოლებული დოყლაპიად მიგიჩნევდნენ და გაგინებინებდნენ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც სააკაშვულის მმართველობის დროს ჰქონდა გადაცდომები, მაგრამ არა ისეთი, რომლებიც დაგაჯერეს და ტყუილებით გასაზრდოეს.

ამიტომ სუფთა ადამიანურად სერიოზულად ,,ტეხავს” გადაფურთხებულის ალოკვა და იმის თქმა, რომ შეცდით.

ეცადა, ეცადა ივანიშვილი ხელახლა ,,დაბოლებას” ე.წ. შაპიტო საგამოძიებო კომისიის შექმნით და თეა წულუკიანის სარკის წინ დაყენებული მიმიკებით შედეგზე გასვლას, მაგრამ მისთვის სამწუხაროდ, აქაც გაუცრუვდა იმედები.

სწორედ ამ დროს ჩნდება იდეა „მესამე ძალის“ შესახებ, რომელიც უნდა გახდეს ახალი, ოპოზიციური ცენტრი და რეალურად კი იქნება ფეესბეს და ივანიშვილის კონტროლქვეშ.

და მაინც რატომ სჭირდება ეს ბიძინას?

პასუხები მარტივია:
ხალხის ნაწილის შეცდომაში შეყვანა, თითქოს სხვა არჩევანიც არსებობს;
ოპოზიციის ხმების დაყოფა, რომ „ოცნებას“ ისევ დარჩეს უპირატესობა;
და რაც ყველაზე მთავარი — ფინანსური და პოლიტიკური ველი, რომ სანქციების პირობებში საკუთარი ძალაუფლება გადაარჩინოს.

საქართველოში მოქმედი ასეულობით ბიზნესი, რომლებიც აუცილებლად ჩაამოერთმევათ და დაუბრუნდება სახელმწიფოს ხელისუფლების ცვლილებისას.

მაგრამ აქ დიდი რისკიც არის: საზოგადოება ისე მარტივად ვეღარ ტყუვდება, როგორც 2012 წელს. ზურაბიშვილისა და გახარიას მაგალითმა უკვე დაამტკიცა, რომ ხელოვნურად შექმნილი ფიგურები ხშირად ბუმერანგივით უბრუნდება ივანიშვილს და გარკვეულწილად ,,თავის ტკივილს” უჩენს. ამიტომ „მესამე ძალა“ კარგად უნდა გაიწეროს, სრული სპეცეფექტებით, რომ სწრაფად არ დაინგრეს.

შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილი ბოლო ერთი წელია უკვე ვა-ბანკზე მიდის. მას აღარ აქვს ის კომფორტი, რაც 2012-ში ჰქონდა. ახლა მასთან ბრძოლაში ჩართულია არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ დასავლეთი სანქციებით და პოლიტიკურ ზეწოლით.

და აქ დგება მთავარი კითხვა: გაუძლებს თუ არა მისი ფეესბეს მირ დაპროექტებული სისტემა ახალ რეალობას? თუ „მესამე ძალა“ მხოლოდ მორიგი თვალის მოსახუჭული ხრიკი აღმოჩნდა, მაშინ ივანიშვილისთვის ეს თამაში მართლაც ბოლო შეიძლება აღმოჩნდეს.

სწორედ ამიტომ, ბოლო ერთი წელია მომრავლდა ღარიბაშვილის კლანის წევრების რეზონანსული საქმეები. მათ შორის მაგალითად ყოფილი თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავება, ბაჩიაშვილის ამბავი და „პერსონალური პატიმრები“.

ივანიშვილი გახარიას მსგავსად ღარიბაშვილს უქმნის მყარ ,,ბეგრაუნდს” ოპოზიციაში გადასაბარგებლად, რომ გაურკვევლობაში მყოფი ამომრჩევლები კვლავ ,,დაითრიონ” და მონურ მორჩილებაში იყოლიონ პირადი ბიზნესინტერესების დასაცავად.

არავის გაგიჩნდათ კითხვა, თუ რატომ დააკავეს ზუსტად ახლა და მაინც და მაინც მოროშკინას ყოფილი ქმარი?

ვინმეს გჯერათ, რომ ამხელა არალეგალური ბიზნესი ისე იყო საათივით აწყობილი, რომ ივანიშვილმა არაფერი იცოდა და ფულ ვერტიკალში არ მიდიოდა?

გაიხსენეთ რამდენიმე თვის წინანდელი მოროშკინას სტუმრობები კრემლში და ერთი თვის წინანდელი ივანიშვილის გასაიდუმლოებული შეხვედრა, ასევე კრემლში.

გაიხსენეთ 2012 წლიდან მოყოლებული საქართველო გადაითხარა ე.წ. ,,ზაკლადკების” მაძებრების მიერ. ნარკობიზნესი, რომელსაც პირდაპირ განაგებდა და განაგებს ის ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ივანიშვილის ოჯახის წევრია, მისი ,,ოქროს სამეული” და ,,ქართული ოცნების” ბოლო ერთი წლის ნარკოპოლიტიკა.

ამიტომ, ნურავის აქვს იმის ილუზია, რომ დასანქცირებული და ფინანსებდაკარგული ივანიშვილი მართლა სუპის ჭამით და სტაფილოს წვენის სმით არის დაკავებული ან შეშინებული ფრჩხილებს იკვნეტს 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციის მოლოდინში.

არანაირად, ის მოქმედებს და ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ 4 ოქტომბრის სახალხო პროტესტი ,,ქართული ოცნების” საკეთილდღეოდ შემოაბრუნოს და პროტესტის სცენაზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინონ, როგორც ახალი ,,მესამე ძალის” ლიდერი.

🔻 ამიტომ გვმართებს გაასმაგებული სიფხიზლე და სიფრთხილე, რომ ივანიშვილის ახალ პროექტში ნებით ან უნებლიედ ჩათრეულები არ აღმოვჩნდეთ. ნუ მე არა, ხალხზე ვსაუბრობ.

პს: მოკლედ რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი 2012 წლიდან დღემდე საქართველოს პოლიტიკის მთავარ ფიგურად რჩება, თუნდაც საჯარო თანამდებობებზე აღარ ჩანს.
მისი ყველაზე სანდო კადრია: ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძეა‼️

ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლოა დაიჭირონ და დიდი ალბათობით დაიჭრენ, რადგან შემდეგ ფენიქსივით აღსდგეს და წავიდეს ოპოზიციაში ,,მესამე ძალის” ჩამოსაყალიბებლად, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ივანიშვილისთვის პირადი ქონების და ბიზნესების დასაცავად“, – წერს შორენა ლობჟანიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

แƒกแƒ แƒฃแƒšแƒแƒ“ แƒฌแƒแƒ™แƒ˜แƒ—แƒฎแƒ•แƒ