მეტეხის ხიდზე განცხადების გასაკეთებლად შეკრებილ სტუდენტებს ე.წ. ტიტუშკები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ნაცემია იგორ ნარმანია, რომელსაც თავიდან სისხლი სდის.
აგრესიულად იყვნენ განწყობილები. ჩვენ არანაირი აგრესია არ გვქონია, მაგრამ ისინი არიან ჩმორები, ისინი არიან ქართული ოცნების სახე. ამით ვერაფერს დამაკლებენ, ვის შეაშინებენ, მაგათი შეშინებულის… გვერდიდან მომეპარა ეგ ჩმორი. ერთი ერთზე მოვიდეს და ახლავე ვნახოთ, ისი აჯობებს. მუშტით მოდი, ამით რომ მოდიხარ, რისი ღირსი ხარ? თქვენ ხვალ მოგიწევთ მშვიდობიანად წასვლა ხელისუფლებიდან, იმიტომ, რომ თქვენი არავის არასდროს ეშინოდა. ეს არის რუსების სახე, მაგას სად აქვს გამბედაობა, რომ ერთი ერთზე მოვიდეს კაცთან მუშტით, – ამბობს იგორ ნარმანია.
დაშავებულია არასრულწლოვანი ანდრია ხამაშურიძეც.
სტუდენტები განცხადების გასაკეთებლად ემზადებოდნენ, რომელიც 4 ოქტომბრის აქციას უკავშირდება.