იამალის გარემოცვა ხელფასის ზრდას ითხოვს - რას იზამს ლაპორტა

2 months ago 25

La Ser-ის ინფორმაციით, ბარსელონას 17 წლის ვუნდერკინდის, ლამინ იამალის გარემოცვა ფეხბურთელისთვის ხელფასის მნიშვნელოვან ზრდას ითხოვს.

როგორც გამოცემა იუწყება, ახალგაზრდა ვარსკვლავის აგენტების სურვილია, რომ იამალი ბარსელონას ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს!

ესპანელი შემტევის გარემოცვა ლამინისთვის წლიურად 35-40 მილიონ ევროს ითხოვენ, არადა ბარსელონაში ფინანსური კრიზისი დაძლეული ჯერ სულაც არ არის.

მიუხედავად ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჟოან ლაპორტამ იამალის მოთხოვნები უარით გაისტუმროს. ერთი ისაა, რომ კლუბის პრეზიდენტი ვაჭრობას მაინც ეცდება, რათა ბარსელონას ეკონომიკური სტაბილურობა ერთი მოთამაშის შემოსავალს არ შეეწიროს.

ცნობისთვის, ლამინ იამალი ახლანდელი მონაცემებით ბარსელონაში წლიურად 1.67 მილიონ ევროს იღებს.

სრულად წაკითხვა