იამალი საქართველოსთან მატჩში არ ითამაშებს - ცნობილია მიზეზიც

4 days ago 7

ესპანური გამოცემა ARA-ს ცნობით, „ბარსელონამ“ გადაწყვიტა, ლამინ იამალი არ გაათავისუფლოს ეროვნული გუნდისთვის ოქტომბრის მატჩებში საქართველოსა და ბულგარეთის წინააღმდეგ.

კლუბის აზრით, 17 წლის თავდამსხმელს ჯერ ბოლომდე არ აქვს გადატანილი საზარდულის ტრავმა და საჭიროა სიფრთხილე, რათა არ მოხდეს დაზიანების გამწვავება.

„ბარსელონა“ გეგმავს, იამალი ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენის“ და ლა ლიგაში „სევილიას“ წინააღმდეგ გამოიყენოს, თუმცა ფეხბურთელს პარალელურად რეაბილიტაციის კურსის გაგრძელებაც მოუწევს.

კატალონიური გუნდი უკვე მუშაობს იმაზე, რომ იამალმა ოქტომბერში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრებში მონაწილეობა არ მიიღოს.

შეგახსენებთ, ესპანეთი–საქართველო 11 ოქტომბერს, ელჩეში გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სრულად წაკითხვა