ია დარახველიძის ადგილსამყოფელზე ინფორმაცია არ გამაჩნია – პროკურორი

1 hour ago 1

2

პროკურორმა, ვაჟა თოდუამ, პროცესისი დასრულების შემდეგ, განაცხადა:

სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მათ შორის, ის ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანდა მათ მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები და სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. მათგან ერთ-ერთმა პირმა განცხადებით მიმართა პროკურატურას შეთანხმების დადების მოთხოვნით, თუმცა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სურდა, მის მიმართ საქმე დასრულებულიყო არსებითი განხილვის შედეგად.

რაც შეეხება ია დარახველიძეს, როგორც სასამართლომ განმარტა, ის ცნობილია დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, რაც შეეხება სასჯელის ზომას, ამასთან დაკავშირებით განმარტებას თავად სასამართლო გააკეთებს. რაც შეეხება მის ადგილსამყოფელს, აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე მე არ გამაჩნია თუ სად იმყოფება, თუმცა მის მიმართ განხორციელდება კანონით დადგენილი პროცედურები და განაჩენი აღსრულდება მისი ადგილსამყოფლის დადგენის და დაკავების შემდეგ. იგი ვალდებული იყო გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომებზე, თუმცა დღევანდელ სხდომაზე ის არ გამოცხადდა,“ 

4 ოქტომბრის საქმე – ვის რამდენი წელი მიუსაჯა მოსამართლემ?

სრულად წაკითხვა