თურქეთში 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 3 ივნისს 02:17 საათზე მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე საკურორტო ქალაქი მარმარისი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, პანიკური შეტევის შედეგად 14 წლის ბიჭი გარდაიცვალა. პანიკის და მაღალი სართულებიდან გადმოხტომის შედეგად მიღებული ტრავმების გამო სამედიცინო დახმარება 69 ადამიანს დასჭირდა.
მარმარისში მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. ძლიერი ბიძგი იგრძნობოდა საბერძნეთის კუნძულ როდოსზეც.