თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, რესპუბლიკაში საერთაშორისო ტერორიზმისთვის რუსეთის მიერ ინტერპოლის მეშვეობით ძებნილი დამნაშავე ლ.რ. დააკავეს.
“რუსეთის მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით “საერთაშორისო ტერორიზმის” მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ძებნილი პირი ჰათაის პროვინციაში დააკავეს,” – წერს მინისტრი X-ზე.
ამასთან, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ცნობით, ანტალიაში თურქეთის სპეცსამსახურებმა ასევე დააკავეს რუსეთში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის (vor v zakone) წევრი ბ.პ., რომელიც საქართველოს მიერ “მწვანე ცირკულარით” იძებნებოდა.