“თუ ქართველებს შეეხებით, ცემთ ან მოკლავთ, ყველას უპილოტოები დაგწვავენ!…” – ჩეჩნური ბატალიონი

4 days ago 5

210

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა, შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნური ბატალიონის განცხადებას აქვეყნებს:

🔴 შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნური ბატალიონი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინელთა მხარეს იბრძვის, განცხადებას ავრცელებს, სადაც მიანიშნებს საფრთხეზე, რომ შესაძლოა საქართველოს პრორუსულმა ხელისუფლებამ ქართველი პატრიოტების წინააღმდეგ კადიროველი ჩეჩნები, ასევე დაღესტნელი და სხვა ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები გამოიყენოს.

🔴 განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არ უნდა მოხდეს, რადგან გამოიწვევს მყისიერ ომსა და დაპირისპრებას სამხრეთ კავკასიაში, რადგან ქართველი პატრიოტები არ აპირებენ ოკუპაციასთან შეგუებას.

🔘 ❗️“ანტირუსულად განწყობილო კავკასიელებო! ყოველი შემთხვევისთვის, მზად იყავით მასობრივი მობილიზაციისთვის, რათა დაიბრუნოთ თქვენი სამშობლო: ჩეჩნებმა ჩეჩნეთი, ინგუშებმა ინგუშეთი, ჩერქეზებმა ჩერქეზეთი და დაღესტნელებმა – დაღესტანი!

თქვენ კი, ვინც რუსეთის მხარეს ხართ, დაფიქრდით, გიღირთ თუ არა იმ ქვეყნისთვის სიკვდილი, რომელიც თქვენს ხარჯზე ომობს და თქვენ გკლავთ დაუნდობლად, თავის ომებში, არაფრის გულისთვის!

და დაიხსომეთ: თუ ქართველებს შეეხებით, ცემთ ან მოკლავთ, ყველას უპილოტოები დაგწვავენ!…”❗️

სრულად წაკითხვა