თუ ნახატზე ამ 9 საგანს შეამჩნევთ, მაშინ ძალიან მაღალი IQ და არწივის მხედველობა გქონიათ

1 week ago 9

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე, სადაც თოვლიანი პეიზაჟია გამოხატული, ყველა ხედავს 5 ტურისტს და თოვლით დაფარულ მთებს, თუმცა თუ მასზე 9 საგანს შეამჩნევთ, მაშინ 20/20 მხედველობა და მაღალი IQ გქონიათ.

სურათზე თვალში გვხვდება მოღიმარი ტურისტი, რომლის უკანაც კიდევ 4 ტურისტი მიიკვლევს გზას თოვლში. მაგრამ რადგან ეს ნახატი ოპტიკური ილუზიაა, მასზე გაცილებით მეტი საგანია გამოსახული და თქვენი ამოცანაა, ერთი შეხედვით თვალისთვის შეუმჩნეველი ეს საგნები იპოვოთ. მაშ ასე: ნახატზე უნდა იპოვოთ: ნიანგი (მინიშნებას მოგცემთ და გეტყვით, რომ ნიანგი ზურგით ქვემოთაა), სანთელი, ქოლგა, წიგნი, ბოთლი, ღვეზელის ნაჭერი, ფრინველის ფრთა (ბუმბული), მსხალი და გული. ეს საგნები გამოსაჩენ ადგილზეა. თუ მათ 10 წამში იპოვით, არწივივით მახვილი თვალი და ძალიან მაღალი IQ გქონიათ. და თუ ცხოვრების წესს არ შეიცვლით, დემენცია ნამდვილად არ გემუქრებათ.

ამბობენ, რომ ოპტიკური ილუზიები თვით დიდ არისტოტელესაც კი უყვარდა.

თუ 10 წამში ვერ იპოვით საგნებს, ან დიდი მონდომების მიუხედავად ჩამოთვლილთაგან ყველა საგანს მაინც ვერ შეამჩნევთ თუნდაც 5, 10 წუთში ან მეტ დროში, არ დანაღვლიანდეთ – უფრო ხშირად გააკეთეთ მსგავსი ტესტები და თვალიც გაგივარჯიშდებათ და გონებაც. გონებას უყვარს ტესტები და ვარჯიში, სისტემატური წვრთნა კი დემენციისგანაც დაგიცავთ. ქვემოთ ნახავთ პასუხს.

ტესტი: 10 კითხვა IQ-ს შესამოწმებლად

ქვემოთ მოცემულია სურათი პასუხებით და შეადარეთ თქვენს შედეგს – წითლად შემოხაზულია საგნები, რომლებიც უნდა გეპოვათ.

წყარო: The Sun

ახლა კი ვნახოთ, რამდენად კარგად გახსოვთ ქართული ლიტერატურის თვალსაჩინო ნაწარმოებები: გამოიცანი ქართველი მწერალი მისი ნაწარმოების პერსონაჟის მიხედვით

იპოვეთ სურათზე 2 კატა – თუ ამას შეძლებთ, გენიოსი ხართ!

სრულად წაკითხვა