"თუ მუხლი იტკინა, მაშინ დიდი ხანი ვერ ითამაშებს" - ლუის გარსია ალისონზე

3 days ago 2

ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი, ლუის გარსია კომენტარს აკეთებს ალისონ ბეკერზე, რომელმაც გალათასარაის წინააღმდეგ მოედანი ნაადრევად მიღებული დაზიანების გამო დატოვა:

„თუ ალისონს მუხლის ტრავმა აქვს, ის მოედანზე დიდი ხანი ვერ დაბრუნდება. მამარდაშვილს წინსვლის შესაძლებლობა ეძლევა. მან უკვე დაამტკიცა, რომ მაღალი დონის მეკარეა. ვიცით, რამდენად კარგად შეუძლია თამაში, ის შანსს მიიღებს“, - თქვა გარსიამ.

უკვე 99%-ით გადაწყვეტილია, რომ შაბათს პრემიერ ლიგაში ლონდონის ჩელსის წინააღმდეგ კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს, რომელსაც ინგლისის ჩემპიონატში ოფიციალური დებიუტი ექნება.

სრულად წაკითხვა