WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს და არის ის, რომ როცა შენ ხელისუფლებაში ხარ ბევრ რაღაცას ფიზიკურად ვერ ხედავ ბევრი მიზეზების გამო და ოპოზიციის საქმე არის, რომ უჩიჩხინოს, რომ აი აქ შეგიშალა და არა მარტო შეგეშალა, შეგეშალა, როგორც კოღოსავით იკბინებოდე, არამედ უნდა შესთავაზო ალტერნატივა. ჩვენი ოპოზიცია მარტო ყვირის, წივის. თქვენ გინახავთ ერთი გაწერილი გეგმა? არა ChatGPT-ის მიერ ორგვერდიანი… კონკრეტული გეგმა, თავისი ბიუჯეტით, თავისი ადამიანური რესურსებით, თავისი სტრატეგიული ხედვებით, რომ მაგალითად, როგორი უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემა 15 წელიწადში. გინახავთ? მე არა. ჩვენ რომ არ გვყავს ოპოზიცია მთავრობა ხედავს, რომ არა ჰყავს ოპონენტი, ფიზიკურად არა ჰყავს, რაც ძალიან ცუდი არის. სახელმწიფოს მმართველს უნდა ჰყავდეს ოპონენტი და ამ ოპონენტს პატივსაც უნდა სცემდეს, მაგრამ როგორ შეიძლება შენ პატივს სცემდე „ტიპებს”, რომლებსაც აინტერესებთ, რომ ერთდღიან ფეისბუქ პოსტებზე დააგროვონ ლაიქები?

ერთ-ერთი ოპოზიციური წევრი, ნანუკა ჟორჟოლიანზეა საუბარი, 25 მილიონი ნახვა მყავს თვეში ყოველთვიურადო… რა ვიცი, 25 მილიონი სტაბილურად არის ჩემს ფეისბუქზე, როცა არაფერს ვწერ, არის 5 მილიონი, და როცა ავტეხავ და რაღაცებს დავწერ, 15-მდე ადის. პლუს კიდევ ჩემი სააგენტოები რომ მაქვს ზოგჯერ 30 მილიონამდე ავდივარ თვეში სტაბილურად. ყველანაირი რეკლამის, ყველანაირი ჩატბოტების გარეშე და ყველანაირი პარტიული აქტივის „კლიკებით”. 30 მილიონი ნახვა ყოველთვიურად გიორგი ფხაკაძეს და მის სააგენტოებს აქვს თვეში და რა მერე? მთელი უბედურება მაგაში არის, რომ ფეისბუქ გვერდების ნახვებზე არიან ტიპები გადასულები, იმის მაგივრად, რომ მართლა შესთავაზონ პროგრესი. გარდა იმისა რომ არაადეკვატურები არიან, უკვე არასერიოზულებიც არიან.

ეს არის მთელი უბედურება და ახლა დღეს ატეხეს, აუ დედა, ქართული ნავთობი მიდის აფხაზეთში. აფხაზეთი არის საქართველო, ვინც არ იცის, შეგახსენებთ! ანუ თუ ზუგდიდიდან სოხუმში გადავიდა ნავთობი, გადავიდა საქართველოს ერთი რეგიონიდან, საქართველოს მეორე რეგიონში. მე მაგალითად პირიქით, მივესალმები, რომ ვაჭრობა აფხაზეთთან გაძლიერდეს. ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ, რომ მაქსიმალური ვაჭრობა და კონტაქტები იყოს.

კიდევ ერთხელ, არაპროფესიონალიზმი კლავს. ხმას როცა ამოიღებ და კომენტარს იტყვი, ან ვიღაცას საყვედურს ეტყვი, იმ წუთასვე გაგლანძღავენ, რაც არასწორია. ყველაზე უბედურება არის, რომ ეგრეთწოდებული ოპოზიცია, რომელსაც შენ გააკრიტიკებ, რას ჰქვია ოპოზიციას აკრიტიკებო, რა ვიცი, თქვენ არ ხართ სიტყვის თავისუფლებაზე და ევროპულ ღირებულებებზე ჩაციკლულები რომ იძახით? როცა თქვენ გაგაკრიტიკებენ ეგ არასწორია, აი ამაში იჭედებით.”-