“თუ ეს ფაქტი დადასტურდა, სანქციები კი არა, საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება და ჰააგის ტრიბუნალი ელის ყველას, ვინც ამ საშინელ სავარაუდო დანაშაულში მიიღო მონაწილეობა” – შოთა უტიაშვილი

4 days ago 5

შს სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, რონდელის ფონდის უფროსი ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი შოთა უტიაშვილი, მძიმე შეფასებებით ეხმაურება, ტელეკომპანია BBC-ს ეთერში გასულ რეპორტაჟს, საქართველოში საპროტესტო აქციების დროს, შსს-ს მხრიდან მომწამვლელი გაზის სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით:

არსებობს ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია OPCW, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია, რომელიც გაეროს ქვემდებარეა და რომელსაც საქართველოცაა მიერთებული. ეს ორგანიზაცია იძიებს ქიმიური იარაღის გამოყენების სავარაუდო შემთხვევებს, მათ შორის სირიაში ასადის მიერ ხალხის მასობრივ მოწამვლას, სადამ ჰუსეინის მიერ გაზის გამოყენებას ირანელებისა და ქურთების წინააღმდეგ, პუტინის მიერ სკრიპალების მოწამვლას და ა.შ.

ჟურნალისტური გამოძიება, რაც არ უნდა ავტორიტეტული იყოს წყარო, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის საბოლოო დასკვნისათვის, მაგრამ სრულიად საკმარისია ამ ორგანიზაციის მიერ გამოძიების ჩასატარებლად. და თუ ეს ფაქტი დადასტურდა, სანქციები კი არა, საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება და ჰააგის ტრიბუნალი ელის ყველას, ვინც ამ საშინელ სავარაუდო დანაშაულში მიიღო მონაწილეობა“, – წერს შოთა უტიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ცნობისათვის: BBC-ს ინფორმაციით – “საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს, მათ შორის, თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას უჩიოდნენ, რაც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“. BBC-სვე განმარტებით, სხვადასხვა ექსპერტებთან საუბრის შედეგად გაჩნდა მოსაზრება, რომ “ტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა “კამიტი” უწოდეს“.

სრულად წაკითხვა