“თუ ამას სახელს დავარქმევ, მნიშვნელობა არ აქვს მე რას გიწოდებ, იმიტომაც მემუქრები, რომ ზუსტად იცი, ვინ ხარ დ რა გქვია🙂” – ლელა ჯეჯელავა

6 hours ago 2

ცალკეულ ფაქტებს შეახსენებს საზოგადოებას და ამასთან დაკავშირებით, შსს-ს ახალი დანაყოფის გათვალისწინებით, კონკრეტულ მინიშნებას აკეთებს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:

როდესაც კორუფციის გამო ციხეში გყავს საკუთარი ხელისუფლების პრემიერ მინისტრი, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თავისი ორი მოადგილით, თავდაცვის მინისტრი თავის მოადგილით, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მგონი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე და დედაქალაქის მერიის სამსახურის მაღალჩინოსნები ზოგი ძებნაშია და ზოგიც დაპატიმრებული, სხვა ქვეყნებში კორუფციის არსებობაზე საუბრობ, თან დაჭერით მემუქრები, თუ ამას სახელს დავარქმევ, მნიშვნელობა არ აქვს მე რას გიწოდებ, იმიტომაც მემუქრები, რომ ზუსტად იცი, ვინ ხარ დ რა გქვია🙂“, – წერს ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა