"თოფურიას სიტყვები უბრალოდ სასაცილოა" - ისმაგულოვი ფავორიტად კროუფორდს თვლის

3 days ago 8

UFC-ის ყოფილი მებრძოლი, დამირ ისმაგულოვი, ილია თოფურიასა და ტერენს კროუფორდის შესაძლო დაპირისპირებას გამოეხმაურა და მკაცრი შეფასება გააკეთა. მისი თქმით, ქართველი მებრძოლი რინგზე ამერიკელ სუპერვარსკვლავს ვერაფერს დაუპირისპირებს.

„მართლა სასაცილოა, როცა თოფურია აცხადებს, რომ კრივის წესებით დაამარცხებს კროუფორდს. ამ ადამიანს უკვე ალვარესიც კი მოუგო. კრივი სრულიად სხვა სამყარო და სხვა დონეა. თუ MMA-ის მებრძოლები ფიქრობენ, რომ მხოლოდ კარგი ხელებით შეუძლიათ მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეებს გაუწიონ კონკურენცია, ეს სრული აბსურდია. დღეს კროუფორდი პლანეტის ყველაზე ძლიერი მოკრივეა. თოფურიას მასთან არანაირი შანსი არ ექნება,“ – აღნიშნა ისმაგულოვმა.

უკვე რამდენიმე კვირაა, თოფურიასა და კროუფორდს შორის „trash talk“ მიმდინარეობს. ქართველმა მებრძოლმა საჯაროდ განაცხადა, რომ ამერიკელს პირველივე დარტყმით ნოკაუტში გაიშვებდა, კროუფორდმა კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ საერთოდ არ იცის, ვინ არის ილია თოფურია.

შეგახსენებთ, 14 სექტემბერს ტერენს კროუფორდმა ლას-ვეგასში კანელო ალვარესი დაამარცხა და ერთდროულად WBA, WBC, IBF, WBO და The Ring-ის ჩემპიონობის ქამრები მოიპოვა.

სრულად წაკითხვა