"თითქოს მათ მამარდაშვილი არ ჰყავდეთ" - რას წერს ხალხი ალისონის ტრავმის შემდეგ

3 days ago 2

ერთ-ერთი პირველი, ვინც ალისონ ბეკერის დაზიანების შესახებ დაწერა, კვლავ ფაბრიციო რომანო იყო, რომლის საინფორმაციო პოსტში დასტურდება, რომ უახლოეს მომავალში ბრაზილიელი მეკარის თამაში დიდი ეჭვის ქვეშ დგას.

კომენტარებში აღნიშნულმა ფაქტმა მრავალმხრივი რეაქცია გამოიწვია, თუმცა ზოგიერთი გულშემატკივარი წერს, რომ ლივერპულს სანერვიულო არაფერი აქვს, რადგან გუნდის კარს არანაკლებ საიმედო გიორგი მამარდაშვილი დაიცავს:

"ისე დაფრთხით, თითქოს მათ გიორგი მამარდაშვილი არ ჰყავდეთ"

"მეტოქე ფანები ზეიმობენ და არც კი ახსოვთ, რომ ლივერპულს თადარიგში ქართველი გიგანტი უზის"

"სინამდვილეში პრობლემას ხელოვნურად ქმნით, რადგანაც მამარდაშვილიც ტოპ მეკარეა"

"დიდი გამოცდა დიდი კაცისთვის, აბა შენ იცი, გიორგი!", - წერენ კომენტარებში.

სრულად წაკითხვა