თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

2 months ago 20

19-20 ივნისს, თიბისის მხარდაჭერით, საგამოფენო სივრცე ექსპო-ჯორჯია“ წელს პირველად ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს. ღონისძიება „ექსპო-ჯორჯიასა“ და საკონსულტაციო კომპანია Savvy-ს თანაორგანიზებით ტარდება და მისი მიზანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სწრაფად მზარდი სექტორის განვითარების ხელშეწყობაა. ლოგისტიკის გამოფენა გააერთიანებს ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას, მათ შორის საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო და სარკინიგზო ლოგისტიკას, ასევე საწყობების ინფრასტრუქტურას, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ფინანსურ მექანიზმებს.

ღონისძიება დარგისთვის მნიშვნელოვან ძირითად საკითებმოიცავს და ჩართულ მხარეებთან ერთად შექმნის პლატფორმას დისკუსიებისთვის არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე სასაუბროდ. ლოგისტიკის გამოფენა სხვადასხვა ფორმატში ჩატარდება და გააერთიანებს როგორც პრეზენტაციებს, ასევე პანელურ დისკუსიებს საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციებისა და კომპანიების ჩართულობით.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში ტრანსპორტირებისა და დასაწყობების სექტორი მკაფიო ზრდას აჩვენებს, მხოლოდ გასულ წელს 14%-იანი მატება დაფიქსირდა, მთლიანმაგამოშვება კი 9.7 მილიარდლარი შეადგინა. ლოგისტიკა, როგორც ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სექტორი, თიბისისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის დაფინანსებაც წლიდან წლამდე იზრდება.

„თიბისი აქტიურად უწყობს ხელს ლოგისტიკის სფეროს განვითარებას: ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენი პორტფელი ამ სექტორში 58%-ით გაიზარდა და 2024 წლისთვის 400 მილიონ ლარს მიაღწია. თიბისისთვის, როგორც ბიზნესის #1 მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, საბანკო პროდუქტების პარალელურად ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარებას შეუწყოს ხელი და მხარი დაუჭიროს დარგის განვითარებისთვის ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, როგორიც ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაა“-, გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

ბოლო წლებში ლოგისტიკის სექტორი საქართველოში დინამიურად ვითარდება და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთერთ სტრატეგიულ მიმართულებად ყალიბდება. სწორედ ამ პროცესებმა განაპირობა ჩვენი გადაწყვეტილებაშევქმნათ ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და კონფერენცია, რომელიც გახდება პლატფორმა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო ინვესტორებისა და სფეროს ექსპერტების შეხვედრებისთვის. ჩვენი მიზანია,ხელი შევუწყოთ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ინოვაციური მიდგომების პოპულარიზაციას და ლოგისტიკური ეკოსისტემის სისტემურ გაძლიერებას რეგიონში”, რესან ქიქავა, “ექსპო-ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი.

(R)

სრულად წაკითხვა