თიბისი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას განაგრძობს

2 months ago 17

იბისი, ტექნოლოგიური განათლების პროგრამის ფარგლებში, განაგრძობს მასშტაბური ღონისძიებების განხორციელებას სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის.

თიბისი IT აკადემიის ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „მიწოდების ჯაჭვი და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციული უსაფრთხოების რისკები (Supply Chain & AI Risks). ღონისძიება ჩატარდა თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, რომელსაც 100-ზე მეტი სპეციალისტი დაესწრო.

შეხვედრას უძღვებოდნენ ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, რომლებმაც მრავალწლიან პროფესიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, დამსწრეებს გაუზიარეს ცოდნა და პრაქტიკული რეკომენდაციები:

მიხეილ ბენდიაშვილი – SOC Manager, თიბისი

ზაზა გაბაშვილიHead of Information Security, TNET

ირაკლი გაგოშიძეLead Security Systems Engineer, EPAM

ონისძიებწარმატებულ კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა.ღსანიშნავია, რომ თიბისი IT აკადემიაში, 200-ზე მეტმა სპეციალისტმა წარმატებით დაასრულა ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების პროგრამები. მათი დიდი ნაწილი წარმატებით საქმდებიან, როგორც თიბისიში, ასევე სხვა წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში.

თიბისი IT აკადემიის მთავარი მიზანი საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება, რასაც განათლების მრავალფეროვანი პროგრამებით და პროფესიული განვითარების აქტივობებით ახორციელებს. ეს ინიციატივები ხელს უწყობს ქვეყანაში ტექნოლოგიების როლის გაზრდასა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას.

(R)

სრულად წაკითხვა