,, თემურმა გაუღიმა: „მე დაგპატიჟებთ, ქალბატონო…“ ქალმა სამოსს შეხედა და ხელი ჩაიქნია” – რას იხსენებს ლევან ლაბარტყავა თემურ უგულავაზე?

2 hours ago 3

2

უძრავი ქომების ექსპერტი ლევან ლაბარტყავა თემურ უგულავაზე იხსენებს:

,,მახსოვს სტამბას ეზოში ჩვეული ჯინსით, „ნიუ ბალანსებითა“ და ერთი ბოთლი კოკა-კოლით იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. კაცი, რომელმაც ეს მთელი იმპერია შექმნა, საკუთარ სივრცეში ყველაზე შეუმჩნევლად გამოიყურებოდა.
ამ დროს მენიუს ფასებით აღშფოთებული ქალი აყვირდა. თანაგრძნობის საძიებლად გარშემო თვალი მოავლო და სწორედ მას მიადგა: „ეს ყაჩაღები რას გვიშვებიან, ფენოვანი ხაჭაპური 15 ლარიო!“
თემურმა თბილად გაუღიმა: „მე დაგპატიჟებთ, ქალბატონო…“
ქალმა მის უბრალო სამოსს შეხედა, სახეზე გულწრფელი სიბრალული დაეტყო, ხელი ჩაიქნია და უთხრა: „შენ თვითონ რა გაქვს, შე საწყალო, მე რომ დამპატიჟოო…“ — და გაეცალა იქაურობას.
სწორედ ეს იყო თემური. კაცი, რომელმაც ამ ქალაქის კულტურული ტექსტურა შეცვალა, სახელგანთქმულ იმპერიას ფლობდა, მაგრამ თავად მხოლოდ ეს აბსოლუტური უბრალოება ჰყოფნიდა. საკუთარი თავის ხაზგასმის გარეშე.
დღეს ეს დიდი, ჩუმი შემოქმედი წავიდა. ისევე უხმოდ, როგორც იმ ეზოში იჯდა ხოლმე.“

სრულად წაკითხვა