თელავის მუნიციპალიტეტში საკუთარ ავტომობილში 45 წლამდე მამაკაცი დაიწვა

2 weeks ago 14

თელავის მუნიციპალიტეტში საკუთარ ავტომობილში 45 წლამდე მამაკაცი დაიწვა

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ლალისყურისა და ქვემო ალვანის დამაკავშირებელ ხიდზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილი, რომელიც ლალისყურის მიმართულებით გადაადგილდებოდა, გაზის მილს შეეჯახა და აფეთქდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული კაცის გადმოყვანა გართულდა.

ადგილზე მობილიზებულია თითქმის ყველა უწყების წარმომადგენელი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებმაც თანასოფლელის ავტომობილი ამოიცნეს.

მამაკაცი სოფელ ლალისყურის მკვიდრია.

სრულად წაკითხვა