თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, ტრამპი „წითელ ხაზს“ გაავლებს ჰამასის ნებისმიერი საპასუხო ნაბიჯისთვის

2 days ago 1

აშშ იმედოვნებს და მოელის, რომ ჰამასი (აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად შერაცხილი) მიიღებს შეერთებული შტატების გეგმას ღაზის სექტორის შესახებ, - განაცხადა 2 ოქტომბერს თეთრი სახლის წარმომადგენელმა, კეროლაინ ლევიტმა.

მისი განმარტებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „წითელ ხაზს“ გაავლებს პალესტინელების სამხედრო დაჯგუფების ნებისმიერი საპასუხო ნაბიჯისთვის.

„ეს არის „წითელი ხაზი“, რომლის გავლებაც შეერთებული შტატების პრეზიდენტს მოუწევს და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას გააკეთებს“, - განაცხადა ლევიტმა Fox New-თან ინტერვიუში, როდესაც ჰამასის მიერ გეგმის შესაძლო უარყოფის შესახებ ჰკითხეს.

ტრამპმა 30 სექტემბერს ჰამასს სამი-ოთხი დღე მისცა, რათა მიიღოს სამშვიდობო გეგმა ღაზასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ს ეკუთვნის.

თეთრმა სახლმა 30 სექტემბერს გამოაქვეყნა 20-პუნქტიანი „ყოვლისმომცველი გეგმა ღაზაში კონფლიქტის დასასრულებლად“, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ მას ორივე მხარე დათანხმდება, „ომი დაუყოვნებლივ დასრულდება“.


პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას.

მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი დაიღუპა. ამჟამად ჰამასის ტყვეობაში რჩება 50-მდე მძევალი, რომელთა ნახევარი სავარაუდოდ, დაღუპულია.

ისრაელის სახმელეთო და საჰაერო საომარმა ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით დაღუპულია 64 ათასზე მეტი ადამიანი.

სრულად წაკითხვა