სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.3%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 5.7% შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 5.2%-ით გაიზარდა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:
თევზეული (+20.9%)
ხორცი და ხორცის პროდუქტები (+10.1%)
პური და პურპროდუქტები (+7%)
ხილი და ყურძენი (+6.5%)
ზეთი და ცხიმი (+6.1%)
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (+6%)
ყავა, ჩაი, კაკაო – (+5.4%)
რძე, ყველი, კვერცხი (+4.1%)
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (+1.5%)
საქსტატის მტკიცებით, წინა წლის მაისთან შედარებით ბოსტნეული და ბაღჩეული 7%-ით გაიაფდა.
ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, ტრანსპორტზე ფასი – 15.1%-ით გაიზარდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე – 7.2%-ით. სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 7.6%-ით გაძვირდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი – 7%-ით, ჯანდაცვა – 5.1%-ით, განათლება 2.4%-ით, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 3%-ით.
საქსტატის დათვლით, ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად კავშირგაბმულობაზე შემცირდა – 6.4%-ით. ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლა 1.3%-ით გაიაფდა, დასვენება/გართობა/კულტურა – 0.1%-ით

5 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·