თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს – შსს

2 hours ago 5

გუშინ, 14 ივნისს, დიდუბეში, ქურდიანის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, დაჭრეს. ის გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-ის ინფორმაციით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს:

  • სსკ-ის 236-ე – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება;
  • სსკ-ის 19-109 – ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა;

უწყებაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და ამ ეტაპზე, ყველა მათგანი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

TV პირველის ინფორმაციას, შემთხვევა დაახლოებით საღამოს 9 საათზე მოხდა. მეზობლები ტელევიზიას უყვებიან, რომ გაიგეს რამდენიმე გასროლის ხმა. ცნობილია, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა ფანჯრიდან – მე-7 სართულიდან გადმოვარდა, ან გადმოაგდეს. თუმცა, შსს ამ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას, ამ ეტაპზე, არ ავრცელებს.

სრულად წაკითხვა