თბილისში „რიყის დოქების“ დემონტაჟი დაიწყო

1 hour ago 3

თბილისის რიყის პარკში მდებარე ნაგებობა „რიყის დოქები“, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო წლებში აშენდა, დემონტაჟის პროცესშია მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ შესაბამისი ნებართვა მისცა მის მფლობელს, „რიყე დომს“, რომელიც ამ ადგილას სასტუმროს აშენებას გეგმავს.

ამ გადაწყვეტილებამ მთავრობის ოპონენტებისა და არქიტექტორების კრიტიკა გამოიწვია. ისინი ნაგებობის შენარჩუნებას ან გადატანას ითხოვენ. მოწოდებების მიუხედავად, დემონტაჟის სამუშაოები ივლისის ბოლოს დაიწყო.

„არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს“, – განუცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მაისში.

„რიყის დოქები“ ცნობილმა იტალიელმა არქიტექტორმა, მასიმილიანო ფუქსასმა და მისმა მეუღლემ, დორიანა ფუქსასმა 2010 დააპროექტეს და მისი მშენებლობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო წლებში დასრულდა.

შენობა კლასიკური მუსიკის საკონცერტო დარბაზად და გამოფენების მასპინძლობისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, შიდა სამუშაოები აღარ დასრულდა, რის გამოც ნაგებობა ძირითადად გამოუყენებელი იყო. პროექტის ღირებულებამ დაახლოებით 75 მილიონი ლარი შეადგინა.

არქიტექტორებმა „ღრმა სინანული“ გამოთქვეს დემონტაჟის გამო და განაცხადეს, რომ „მათ შესთავაზეს საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობა ალტერნატიული გადაწყვეტილების შესასწავლად, რომელიც ამ საკულტო ნაგებობის შენარჩუნებას და ხელახლა გამოყენებას შეუწყობდა ხელს, რათა თავიდან აგვეცილებინა, ჩვენი აზრით, ნაადრევი და შეუქცევადი დანგრევა“. თუმცა, მათი თქმით, მათი შემოთავაზება „უპასუხოდ დარჩა“.

მიუხედავად პროცესის შეჩერების ან რიყის პარკიდან სხვა ადგილას, მათ შორის საქართველოს სხვა ადგილებში, გადატანის მოწოდებებისა, სამუშაოები უკვე დაწყებულია და დეკემბრის ბოლოსთვის დემონტაჟის დასრულებაა მოსალოდნელი. ნაგებობების მფლობელი კომპანია „რიყე დომი“ ამ ადგილას სასტუმროს აშენებას გეგმავს, თუმცა პროექტის დეტალები არ გასაჯაროვებულა.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა