თბილისში, „MEGOBARI აქტის“ მხარდამჭერი აქციაა

4 months ago 21

თბილისში, „MEGOBARI აქტის“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს – ამ წუთებში მარშის მონაწილეები მარჯანიშვილის მოედანზე არიან შეკრებილები.

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით დაიძრებიან.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, დღევანდელი ფართომასშტაბიანი შეკრება საქართველოსა და აშშ-ს შორის 35-წლიან მეგობრობას ადასტურებს.

მარშის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და აშშ-ის დროშები.  ისინი “ოცნების” მაღალჩინოსნების დასანქცირებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, 27 მარტს ამერიკის სენატი “მეგობარ აქტს” განიხილავს. კანონპროექტს მხარს 8 რესპუბლიკელი და 10 დემოკრატი კონგრესმენი უჭერს. “მეგობარი აქტის” წარმდგენი ჯო უილსონი ამბობს, რომ დოკუმენტის მიღებით ამერიკას ქართველი ხალხისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სურს.

სრულად წაკითხვა