თბილისში 105 წლის ქალს გაჩერებული გული აუმუშავეს – „ეს შემთხვევა განსაკუთრებულია და სამედიცინო ლიტერატურაშიც ძალიან იშვიათად არის აღწერილი“

1 month ago 4

თბილისში 105 წლის ქალს გაჩერებული გული აუმუშავეს - „ეს შემთხვევა განსაკუთრებულია და სამედიცინო ლიტერატურაშიც ძალიან იშვიათად არის აღწერილი“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იშვიათი შემთხვევა მოხდა. კლინიკაში მოხვედრილ 105 წლის პაციენტს, რომელსაც მკურნალობის დროს გული გაუჩერდა, კლინიკის პროფესიონალთა გუნდმა მისი გადარჩენა შეძლეს. ახლა იღბლიანი პაციენტი კარგად გრძნობს თავს და მალე სახლში გაეწერება.

ლევან რატიანი, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, გენერალური დირექტორი:

– 104 წლის ქალბატონი სუნთქვის უკმარისობით და ორმხრივი პნევმონიით ჩვენს კლინიკაში შემოვიდა. მაშინვე დაისვა მძიმე სეფსისის დიაგნოზი. რამდენიმე საათში პაციენტს გული გაუჩერდა, სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე და ჩატარდა რეანიმაცია და ჩვენი კლინიკის  გუნდის პროფესიონალიზმის წყალობით პაცინეტი გადარჩა. 72 საათში მოიხსნა სუნთქვის აპარატიდან. სხვათა შორის, მას ჩვენს კლინიკაშივე შეუსრულდა 105 წელი. ახლა პაციენტის მდგომარეობა აბსოლიტურად დამაყმაყოფილებელია და სულ მალე დატოვებს კლინიკას.

ეს  შემთხვევა განსაკუთრებულია  და სამედიცინო ლიტერატურაშიც ძალიან იშვიათად არის აღწერილი შემთხვევა, როდესაც 100 წელს გადაცილებული ადამიანის გულის გაჩერების შემდეგ მისი გადარჩენა შესაძლებელი გამხდარიყო. მიხარია, რომ ჩვენმა გუნდამ ეს შეძლო და 105 წლის ქალბატონს სიცოცხლე შევუნარჩუნეთ.

სრულად წაკითხვა