თბილისსა და საქართველოს რეგიონებში დენის მიწოდების აღდგენა დაიწყო

1 week ago 34

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად გაითიშა.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ავარიიდან მოკლე დროში, 08:05 საათიდან, ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს. ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრული აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება.

პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერდნენ, რომ არ მუშაობდა მეტროც. ასევე გაჩერებული იყო საქართველოს რკინიგზა.

მთელ საქართველოში ელექტროენერგია გაიშითა 24 ივლისსაც, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. შედეგად, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში დროებით შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.

სრულად წაკითხვა