,,თბილისის ცენტრალ პარკში რომ მოგვწყინდება სეირნობა, მერე შეგვიძლია თბილისის დისნეილენდშიც გადავინაცვლოთ“ – მაია ბუწაშვილი

2 days ago 3

1,528

კახა კალაძის მორიგ საარჩევნო დაპირებას, რომ თბილისში დისნეილენდის მსგავსი ატრაქციონების გრანდიოზული პარკი მოეწყობა, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ასე ეხმაურება:

,,თბილისის ცენტრალ პარკში რომ მოგვწყინდება სეირნობა (ჩვენ კი ვერ ვხედავთ პარკს, თუმცა ალბათ არსებობს. აბა ამხელა კაცი რომ დაგვპირდა ადრე, ხომ არ მოგვატყუებდა), მერე შეგვიძლია თბილისის დისნეილენდშიც გადავინაცვლოთ. ხოლო მგზავრობისთვის შეგვიძლია მიწისზედა მეტრო გამოვიყენოთ (ვერც მაგას ვხედავთ, მაგრამ უმადურები ნუ ვიქნებით).
თან მთელი კვირა ჩვენი სრულად დასაქმებული მოსახლეობა კვირის ბოლოს მართლაც იმსახურებს დასვენებას.
რა საამურია ვირტუალურ ქვეყანაში ცხოვრება”

სრულად წაკითხვა