თბილისის ქუჩების ნაწილს დღეს დენი გაეთიშება – სია

2 weeks ago 12

“თელასის” ინფორმაციით, დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს შუქი გაეთიშება.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს:

სამგორის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), იარაჯულის,  ლორთქიფანიძის, მამისაშვილის, ბაბუციძის, ნაკადულის, თავკვერის, ქინძმარაულის და ბაღდავაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სააკაძის მოედნის, თაბუკაშვილის, ლუკიანე თაბუკაშვილის, შარტავას და გოთუას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და ბობ უოლშის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, ილია ჭავჭავაძის გამზირის, კავსაძის,  ტაბიძის, ფალიაშვილის, აბაშიძის, მოსაშვილის, მუხაძის, დარიალის, მიშველაძის, საკანდელიძის, სვანიძის, ყიფშიძის და ნინო რამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სრულად წაკითხვა