თბილისის "დინამოს" აკადემია მორიგ ფესტივალს უმასპინძლებს

21 hours ago 7

დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემია აქტიურად განაგრძობს რეგიონალურ საფეხბურთო სკოლებათან თანამშრომლობას. დინამოს აკადემია პერიოდულად სემინარებსა და ფესტივალებს აწყობს.

მორიგი ფესტივალი ამ შაბათ-კვირას 2013-2014 და 2015-2016 დაბადებულთა შორის გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა - ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, კასპის, ახალგორის, დმანისის და ერედვის საფეხბურთო სკოლებმა მიიღეს.

ეს თვე მთლიანად დაიტვირთება ფესტივალებით და მომდევნო 4 უიქენდს დინამოს აკადემია სხვადასხვა რეგიონებს ეწვევა:

10-11 მაისი დედოფლისწყარო

17-18 მაისი ამბროლაური

25-26 მაისი ჩხოროწყუ

31 მაისი - 1 ივნისი ახალციხე

- ვკითხულობთ დედაქალაქური კლუბის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად წაკითხვა