თბილისის აეროპორტი მგზავრებს დაატოვებინეს - არსებული ინფორმაციით, ევაკუაცია გამოცხადდა

2 months ago 13

28 თებერვალს, საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში მყოფ მგზავრებს შიდა სივრცე დაატოვებინეს. არსებული ინფორმაციით, ადგილზე ევაკუაცია გამოცხადდა.

ერთ-ერთი მგზავრი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ევაკუაციის შესახებ აეროპორტის ტერიტორიაზე ხმოვანი შეტყობინებით გამოაცხადეს, თანამშრომლებმა კი მგზავრები გარეთ გაიყვანეს.

ამ ეტაპზე, უცნობია ევაკუაციის მიზეზი. ამ კითხვით და კიდევ მეტი დეტალის გასაგებად რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. მათი პასუხი მიღებისთანავე აისახება მასალაში.

სრულად წაკითხვა