თბილისი პრაიდი”-ს დირექტორი “ქართული ოცნების” მმართველობის დასრულების ერთადერთ გამოსავლად აჯანყებას ასახელებს

1 week ago 17

წაკითხვა: 2

“თბილისი პრაიდი”-ს დირექტორი თამარ ჯაყელი “ქართული ოცნების” მმართველობის დასრულების ერთადერთ გამოსავლად აჯანყებას ასახელებს:

“რეჟიმი დასრულდება რევოლუციით. ოღონდ თვეებში თუ წლებში (ათწლეულებს ვერ დავუშვებ, ზედმეტად მტკივნეულია), არ ვიცი. ტოტალურად გაყალბებული არჩევნების მერე, მზარდ ავტორიტარიზმში, მე რეჟიმის დასასრულის სხვანაირ სცენარს ვეღარ ვხედავ.

არადა ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს?!

არ დასრულდება ახალი საპარლამენტო არჩევნებით, მითუმეტეს საკრებულოებში ადგილების გამოგლეჯვით, მარშებითა თუ რიტუალებით.
დასრულდება წამლეკავი ტალღით.

საქმე იმაშია, დასასრულამდე კიდევ რამდენ ადამიანს გაამწარებს, რამდენს გააქცევს, რამდენს შეიწირავს. საზოგადოებას ისეც და ასეც მძიმე ფასის გადახდა მოუწევს. რაც უფრო დიდხანს დარჩება რეგრესული, ძალადობრივი, რუსული ძალა ხელისუფლებაში, ფასი მით უფრო დიდი იქნება.
ბოლო მაინც ჯანყია”– წერს თამარ ჯაყელი.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა