თარიღები გაირკვა - როდის ითამაშებს გიორგი მიქაუტაძე "რეალის" წინააღმდეგ

1 month ago 15

უკვე დადასტურებული ამბავია, რომ გიორგი მიქაუტაძე კარიერას "ვილიარეალში" გააგრძელებს.

ბუნებრივია, ქართველი შემტევი თავის მატჩებს მადრიდის "რეალთანაც" ჩაატარებს.

ლა ლიგის კალენდრის მიხედვით, "ყვითელ წყალქვეშა ნავს" "სამეფო გუნდთან" მომდევნო მატჩი 5 ოქტომბერს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ელის. 

რაც შეეხება საპასუხო თამაშს, "ვილიარეალსა" და "ბლანკოსს" შორის მეორე დაპირისპირება 25 იანვარს "ესტადიო ლა კერამიკაზეა" ჩანიშნული.

სრულად წაკითხვა