თანამდებობდა დატოვა გიორგი შინჯიკაშვილმა - ქვემო ქართლის რმუნებულის მოადგილემ

3 hours ago 2

თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსეში ცნობა გამოაქვეყნა ქვემო ქართლი სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გიორგი შინჯიკაშვილმა,

ის თანამდებობის დატოვების მიზეზად პირად გადაწყვეტილებას ასახელებს და მიზეზებს არ ხსნის.

"ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, 4 წლიანი მუშაობის შემდეგ ვტოვებ თანამდებობას, პირადი გადაწყვეტილებით.

მადლობას ვუხდი თითოეულ მუნიციპალიტეტს პასუხისმგებლიანი მუშაობისთვის, ყველა საჯარო მოხელეს მეგობრობისა და ქვეყნის ღირსეული სამსახურისთვის. მადლობა თანამებრძოლებს, გვერდში დგომისთვის და ერთგულებისთვის. მადლობა, ყველა სამთავრობო უწყებას თანამშრომლობისთვის. როგორც ყოველთვის ვრჩები ქვეყნისა და ერის სამსახურში",- წერს გიორგი შინჯიკაშვილი.

გიორგი შინჯიკაშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს ზვიად ხარაზიშვილს ("ხარება") შორის სავარაუდო დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას მედია დაახლოებით ერთი წლის წინ ავრცელებდა. მათ შორის ფიზიკური დაპირისპირების თაობაზეც.

შესაძლო დაპირისპირების საკითხს შარშან ივნისში მედიის კითხვის პასუხად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და თქვა, რომ „თუ გამოძიება დასაწყები იქნება, ყველაფერი იქნება დაწყებული“. მან საკითხზე დისკუსიას ტელევიზიებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ "ძალადობის კონკრეტული ფაქტების რომანტიზება" უწოდა.

გასული წლის ივნისში, რამდენიმე ტელევიზიამ მოამზადა სიუჟეტი, ზვიად ხარაზიშვილსა გიორგი შინჯიკაშვილს შორის დაპირისპირებაზე.

ტვ „პირველის“ თანახმად, დაპირისპირება მოხდა გდდ-ს სპეცრაზმელებსა და შინჯიკაშვილის მფარველობის ქვეშ მყოფ არაფორმალურ ძალადობრივ ჯგუფს შორის, რაშიც ჩარეული იყო შინშიკაშვილიც.

"მთავარი არხის" იტყობინებოდა, რომ გიორგი შინჯიკაშვილმა და მისი ჯგუფის წევრებმა ხარაზიშვილს სცემეს.

ტელეკომპანია "ფორმულა" წყაროზე დაყრდნობით კი ამბობდა, უშუალოდ ხარაზიშვილი და შინჯიკაშვილი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს თბილისში ერთ-ერთ ბარში. რის შემდეგაც ჩხუბში მათი მხარდამჭერებიც ჩაერთნენ,

ტელევიზიების გავრცელებულ კადრებში ჩანდა, სოფელ მარტყოფში, შინჯიკაშვილის საცხოვრებელ სახლთან, მობილიზებული იყო რამდენიმე ავტომანქანა და ათობით ადამიანი მათი ცნობით, ისინი რამდენიმე დღე იცავდნენ შინჯიკაშვილის ოჯახს.

სრულად წაკითხვა