„თავი რომ გავანებოთ უზრდელობას, სიხარბეს… ჩემთვის, როგორც დედით ქართველის და მამით ებრაელისთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეულია“ – გია ხუხაშვილი

1 month ago 10

1

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:

„თავი რომ გავანებოთ პოლიტიკურ ორიენტაციას, ავტორიტარულ მიდრეკილებებს, უზრდელობას, სიხარბეს, გაუნათლებლობას, უკიდურესად ბინძურ ბილწსიტყვაობას, პირადად უკრაინაში მებრძოლი მეომრებისა და ამ ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ აგრესიას, მთელი ებრაელი ხალხის ამ მისი აზრით დამაკნინებელი, ზიზღნარევი ეპითეტით მოხსენიება პიროვნული და პოლიტიკური უგუნურობის და დეგრადაციის თვალსაჩინო ნიმუშია.

ეს არ არის ერთი კაცის პრობლემა, ეს მთელი ხელისუფლების პრობლემაა და აჩვენებს მის კულუარებში ჩაბუდებულ ანტი-სემიტიზმს.

ჩემთვის, როგორც დედით ქართველის და მამით ებრაელისთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან ჩემში განსხეულებულ ორი ერის ათასწლოვან სიყვარულს და ერთობას აყენებს შეურაცხყოფას.

დღეს ისრაელი ბოროტებასთან ომშია ჩაბმული…

გამარჯვება ისრაელს, გამარჯვება უკრაინას და რაღა თქმა უნდა, გამარჯვება საქართველოს!“

შეგახსენებთ, ორი დღის წინ „ტაბულამ“ გავრცელა აუდიო ჩანაწერი, რომელიც მოქალაქე რუსკა მჭედლიძის ცნობით, უკრაინაში მებრძოლ მის მეგობარ ჯარისკაცს ივანიშვილის დეპუტატმა, დიტო სამხარაძემ 10 ივნისს გაუგზავნა, ისმის ჯარისკაცების მიმართ მუქარა და გინება, ხოლო პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ ანტისემიტური ლექსიკა.”ნეტა იცოდეთ რა გელოდებათ, თქვენი დედის პრო*ი რომ მოვ**ან. ბო*ისშვილი ვიყო, თუ სათითაოდ არ ჩამოვუარო აქ თუ ვინმე ცოცხალი გყავთ, კატიდან, ქათმიდან დაწყებული დამთავრებული ცოცხალი ადამიანებით. თქვენი დედის პირი მოვ**ან მე.

[…] თქვენი დედა მოვ**ან, რისი ტრა*ი გაქვთ, თქვენი დედას შევთ*არე მე. თქვენი დედის რძე მოვ**ან მე. ხო გაფარჩაკებთ, დედის მუ**ებს ხო გი**ნავთ სიმონ, ჩამოეთესლებით, დედის რძეს დაგიტ**ავთ, სიმონ. დედის რძეს დაგიტ**ავთ.

თქვენ დედის რძე მოვ**ან მე. […] *ლეს წოვთ უკრაინელებს, *ლეს წოვთ ზელენსკის თქვენი დედა შევე*ი მე, მაგ ურიას, ნაბიჭვარს, თქვენს დედას შევე*ი”. – ამბობს, სავარაუდოდ, სამხარაძე აუდიო ჩანაწერში.

სრულად წაკითხვა